9744 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

BDKG6TNQ გამოქვეყნდა 22 ოქტ 13 ნახვა

პანექსი

პანექსი

ლაბორანტი

პანექსი გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
₾1800 / თვეში ბოლო ვადა: 20 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

სს „პანექსი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც 2015 წლიდან აწარმოებს პოლიურეთანის სენდვიჩპანელებს და საქართველოში ინდუსტრიული სამშენებლო მასალების წარმოების სფეროში ლიდერის პოზიციას იკავებს. კომპანია მუდმივად ვითარდება, ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს, აფართოებს საწარმოო შესაძლებლობებს და ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებს სთავაზობს მაღალი ხარისხის პროდუქციასა და მომსახურებას. ჩვენი წარმატების საფუძველი პროფესიონალი და მოტივირებული გუნდია. ვქმნით სტაბილურ სამუშაო გარემოს და ხელს ვუწყობთ თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას. შემოუერთდი „პანექსის“ გუნდს და გახდი თანამედროვე ინდუსტრიული წარმოების განვითარების ნაწილი!

კომპანია „პანექსი“ აცხადებს ვაკანსიას ლაბორანტის პოზიციაზე ქ. რუსთავში და იწვევს კვალიფიციურ, პასუხისმგებლიან და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება ქიმიის მიმართულებით (სასურველია) ან შესაბამისი პროფესიული განათლება; - სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

სასურველი სპეციალიზაცია: - პლასტმასების გადამუშავება; - მაღალმოლეკულური ნაერთების ქიმია და ტექნოლოგია; - საღებავებისა და საფარი მასალების ტექნოლოგია; - ტექნიკური ინგლისური/რუსული ენების ცოდნა (მინიმუმ ტექნიკური ლიტერატურის წაკითხვის უნარი); - ფიზიკურ-მექანიკური კვლევების ჩატარების უნარი შესაბამისი ხელსაწყოების გამოყენებით (სასურველია); - ძირითადი ქიმიური ანალიზების ჩატარების უნარი (მჟავა-ტუტოვანი ტიტრაცია, წყლის შემცველობის განსაზღვრა კარლ ფიშერის მეთოდით); - პიკნომეტრებთან, კაპილარულ და როტაციულ ვისკოზიმეტრებთან მუშაობის უნარი; - MS Office-ის კარგი ცოდნა; - ინსტრუქციების, ანგარიშებისა და ლაბორატორიული ჟურნალების წარმოების, ხარისხის კონტროლის მონაცემების აღრიცხვის უნარი; - მეტროლოგიის საფუძვლების ცოდნა (უპირატესობა).

პიროვნული უნარ-ჩვევები: - დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინირებულობა; - სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა; - ანალიტიკური აზროვნება და შედეგზე ორიენტირებულობა.

დამატებითი ინფორმაცია - სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, თბილისი წითელი ხიდის მე-17 კმ; - სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ 09:00–18:00, - ანაზღაურება - 1800 ლარი (ხელზე ასაღები); - კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევა; - სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობა; - თანამედროვე საწარმოო გარემო და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/tZopLUPd

შემოუერთდით „პანექსის“ გუნდს და გახდით ქართული წარმოების განვითარების ნაწილი!

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა