8848 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

BDSBAZG3 გამოქვეყნდა 25 აგვ 2 ნახვა

მიმღები-ადმინისტრატორი

Clocks Hotel Tbilisi გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"Clocks hotel" აცხადებს ვაკანსიას მიმღები-ადმინისტრატორის პოზიციაზე.

CLOCKS HOTEL Tbilisi გახლავთ 65 ნომრიანი, 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისის ისტორიულ უბანში. სასტუმროში დანერგილია საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტები და პრაქტიკები, მათ შორის, შენობის გეგმარების, უსაფრთხოებისა და მენეჯმენტის ნაწილში. სასტუმრო სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და

გამორჩეულია განსაკუთრებული კონცეფციითა და დახვეწილი დიზაინით.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ავლაბარი

სამუშაო განრიგი: 5/2 8 საათიანი ცვლები (დილის, შუადღის და ღამის ცვლა)

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;

** ჯანმრთელობის დაზღვევას;

** კვების უზრუნველყოფას;

** კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

პოზიციის როლი და პასუხისმგებლობა:

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მეგობრული მიღება-განთავსება;

** პროგრამა FINA -ში სტუმრის შესახებ ინფორმაციის შეყვანა;

** ჩამომსველი / ახალი სტუმრების სიის ყოველდღიური შემოწმება;

** სტუმრების მოთხოვნების დამუშავება და შესაბამისი რეაგირება; მათ კითხვებზე დროული პასუხი პოზიტიური შედეგის მისაღწევად;

** სტუმრისგან საჩივრის მიღების შემთხვევაში მისი გადაჭრის გზების მოძიება უმოკლეს ვადაში

** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება კომპანიის სტანდარტ შესაბამისად;

** ფლობდეს განახლებულ ინფორმაციას სასტუმროს ოთახის კატეგორიების, ფასების, აქციების, პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ, რათა შეძლოს სტუმრებისთვის მისი კომპენტენციის ფარგლებში სტუმრების მიღება - განთავსება;

** დანაკარგების თავიდან აცილება სათანადო კრედიტ პოლიტიკის განხორციელების გზით და კომპანიაში დანერგილი Cash policy - ის შესაბამისად მოქმედება

** ცვლების გადაბარება კომპანიაში დანერგილი სტანდარტის შესაბამისად

** სხვადასხვა დეპარტამენტებისთვის რეპორტების გამზადება/მიწოდება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

** ქართული და ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე;

** კარგი კომუნიკაციის უნარი;

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** დეტალებზე ორიენტირებულობა.

კომპანია არის სწრაფად მზარდი თანაბარი შესაძლებლობების დამსაქმებელი მართვის ევროპული სტანდარტებით. ჩვენი გუნდი არ ახდენს დისკრიმინაციას რასის, აღმსარებლობის, სქესის თუ ასაკის, სტატუსის თუ კუთვნილების, ან სხვა შეხედულების გამო.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე და ერთად შევქმნათ დაუვიწყარი გარემო ჩვენი სტუმრებისთვის. გთხოვთ, მიუთითოთ საგნის ხაზში პოზიციის სათაური.

გისურვებთ წარმატებებს და ველით თქვენთან შეხვედრას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები "შპს ქლოქს მენეჯმენტმა" დაამუშაოს (შეინახოს, შეაგროვოს, დააჯგუფოს, წაშალოს) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება

არაუმეტეს 6 თვით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Clocks Hotel Tbilisi
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის