8847 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

BDSM01FV გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

ელექტრიკოსი

იელთი ჯგუფი გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი
₾1600 / თვეში ბოლო ვადა:

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "იელთი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე აპარტ-სასტუმროთა ქსელში.

ლოკაცია: ბათუმი

სამუშაო გრაფიკი: 5 დღე 12 საათიან ცვლაში, მომდევნო 5 დღე დასვენება

ანაზღაურება: 1600 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** აპარტამენტებში არსებული ელექტრო და ელექტრონული სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა

** საწარმოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული განათების, როზეტების, ელ. ძრავების მეთვალყურეობა

** მოქმედი დანადგარების მექანიკური, ელექტრული გამართულობის უზრუნველყოფა

** ელექტრული გაყვანილობების, აღჭურვილობის, მოწყობილობების განლაგება და მონტაჟი

** ელექტრული აღჭურვილობის გაუმართაობის ამოცნობა და პრობლემის აღმოფხვრა

** ავარიული შემთხვევების დროული ლიკვიდაცია

** არსებული ელექტრო მოწყობილობების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა

** უშუალო ხელმძღვანელის რეგულარული ინფორმირება დანადგარების მუშაობისა და შესაძლო სარემონტო აღჭურვილობების შესახებ

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება ელექტროობის მიმართულებით

** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება

** ელექტრო დანადგარების ტექნიკური მუშაობის წესების ცოდნა

** ელექტრო გაყვანილობის სისტემების ცოდნა

** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც ექნებათ მაღალ ძაბვასთან დაშვების სერტიფიკატი

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: სათაურის ველში, გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
იელთი ჯგუფი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის