9835 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

BFVE2HP1 გამოქვეყნდა 10 ოქტ 42 ნახვა

თიბისი

თიბისი

კონტრაქტ მენეჯერი - ლოგისტიკის განყოფილება

თიბისი გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 28 ოქტ

“თიბისი” აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე კონტრაქტ მენეჯერი - ლოგისტიკის განყოფილება

ადგილმდებარეობა: სათაო მოქმედების ვადა: 09/10/2026 დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერა სამშენებლო კონტრაქტების მართვის მენეჯერი პასუხისმგებელია გაფორმებული ხელშეკრულებების სრული სასიცოცხლო ციკლის მართვაზე, მათ შორის ხელშეკრულებების მომზადებაზე, შეთანხმებაზე, მონიტორინგსა და ადმინისტრირებაზე. კონტრაქტები ეხება როგორც სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებულ შესყიდვებს ასევე სხვადასხვა ინვენტარის/მასალების შესყიდვას. მენეჯერი პასუხისმგებელია კონტარქტებში ცვლილებების შეტანაზე, კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების შემდეგ ანგარიშსწორებაზე და თავად კონტრაქტის და მისი შემადგენელი დანართების სრულფასოვან, საბოლოო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობებით განახლებაზე. მისი მიზანია კონტრაქტებთან დაკავშირებული რისკების შემცირება, კომპანიის ინტერესების დაცვა და ხელშეკრულებითი ვალდებულებების ეფექტიანი შესრულების უზრუნველყოფა. - კონტრაქტების მომზადება და მართვა; - კონტრაქტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განახლება - კონტრაქტების შესრულების მონიტორინგი, სახელშეკრულებო პირობების კონტროლი; - რისკების მართვა; - შესყიდვის პროცესის ორგანიზება და მართვა; - ანგარიშგება და დოკუმენტაციის მართვა; - საგადახდო დავალებების შექმნა და სრული გადახდის პროცესის კონტროლი - სამშენებლო სექტორში მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

კვალიფიკაცია - უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული, ბიზნეს ადმინისტრირება); - მუშაობის გამოცდილება შესაბამის სფეროში მინ 3 წელი - ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა აუცილებელია; - საოფისე პროგრამების ცოდნა - AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა

პროფესიული და ქცევითი უნარები - შედეგებზე ორიენტირებული მიდგომა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - სამუშაოს ეფექტურად დაგეგმვის, პრიორიტეტების განსაზღვრისა და დროის მართვის უნარი; - შიდა კლიენტებზე ორიენტირებული დამოკიდებულება და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა; - გუნდური მუშაობის, თანამშრომლობისა და ინფორმაციის ეფექტურად გაზიარების უნარი; - ცვლილებებისადმი მოქნილი დამოკიდებულება, სიახლეების მიღებისა და ინიციატივის გამოვლენის უნარი; - ცოდნის გაზიარებისა და კოლეგების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის სურვილი; - ანალიტიკური აზროვნება, პრობლემების იდენტიფიცირებისა და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი; - ძლიერი კომუნიკაციისა და ურთიერთობების მართვის უნარი.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/C5sBc

დამატებითი ინფორმაცია თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა