8,878 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

BG6ZZ9DT გამოქვეყნდა 25 სექ 5 ნახვა

გორგია

გორგია

EMTOP / JADEVER / EINHELL ბრენდის კონსულტანტი

გორგია გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
გადასვლა თავდაპირველ განცხადებაზე ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 24 ოქტ

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ბრენდის კონსულტანტის (EMTOP, JADEVER, EINHELL) პოზიციაზე თბილისში - გლდანის, დიდუბის და ლილოს ფილიალებში, ასევე, ბათუმსა და თელავში.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.

"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 2000-ზე მეტ თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.

კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.

გორგია წარმოდგენილია 13 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ: - პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას; - ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; - თანამშრომლისთვის განკუთვნის ფასდაკლებას; - კვებას; - Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - ბრენდის უპირატესობების გაცნობა მომხმარებლისთვის; - ყოველდღიური ანალიზების კეთება; - სტენდის მოწესრიგება; - ნაშთების კონტროლი.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები: - ორგანიზებულობა; - კომუნიკაბელურობა; - დროის ეფექტურად მართვის უნარი; - დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
გორგია
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა