გაყიდვების მენეჯერი
პრემიუმ ხარისხის ზღვისპირა სასტუმრო კომპლექსი "Buknari Hotel" მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროდან 10 მეტრში, ბათუმიდან 15 წუთის სავალზე. სასტუმრო შედგება 103 ნომრისგან და აერთიანებს თანამედროვე ინფრასტრუქტურას, მათ შორის დახურულ და ღია აუზებს, რესტორნებს, პადელის მოედანს, ბიჩ-ქლაბსა და რეკრეაციულ სივრცეებს.
ვეძებთ გამოცდილ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სასტუმროს გაყიდვების მიმართულების განვითარებაზე, ახალი ბიზნესშესაძლებლობების შექმნასა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე.
ვეძებთ პროფესიონალს, რომელსაც აქვს სასტუმრო ინდუსტრიის კომერციული პროცესების კარგი ცოდნა, სტრატეგიული ხედვა და გაყიდვების შედეგების ეფექტიანად მართვის გამოცდილება.
სამუშაო ლოკაცია: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი / კვირაში 5 დღე, 8 საათიანი გრაფიკი.
ძირითადი მოვალეობები
- სასტუმროს გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
- კორპორაციული (B2B), ჯგუფური და ღონისძიებების (MICE) გაყიდვების მიმართულებების განვითარება;
- ახალი კორპორაციული კლიენტებისა და პარტნიორების მოძიება;
- ტურისტულ სააგენტოებთან, ტუროპერატორებთან და ბიზნესპარტნიორებთან თანამშრომლობის განვითარება;
- გაყიდვების მიზნებისა და KPI-ების განსაზღვრა, შესრულების მონიტორინგი;
- კომერციული შეთავაზებების, მოლაპარაკებებისა და სახელშეკრულებო პროცესების მართვა;
- ბაზრის, კონკურენტებისა და გაყიდვების შესაძლებლობების ანალიზი;
- სასტუმროს სხვა დეპარტამენტებთან კოორდინაცია სტუმრებისა და პარტნიორების მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველსაყოფად;
- გაყიდვების გუნდის საქმიანობის ორგანიზება და განვითარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- სასტუმრო ინდუსტრიაში გაყიდვების გამოცდილება აუცილებელია;
- აუცილებელია Opera PMS სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
- კორპორაციული გაყიდვებისა და ბიზნესპარტნიორობის განვითარების გამოცდილება;
- მოლაპარაკებების წარმოებისა და კომერციული ურთიერთობების მართვის ძლიერი უნარები;
- ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
- ლიდერული, ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები;
- ქართული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა;
- CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას მზარდ სასტუმრო ბიზნესში;
- გაყიდვების მიმართულების განვითარებაში აქტიურ მონაწილეობას;
- დინამიკურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე.
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ; ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის); პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში; პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთაღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).