მოლარე-ოპერატორი
"DIGITAL TV" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.
"DIGITAL TV" არის ციფრული მაუწყებლობის ოპერატორი, რომელიც რეიტინგულ სატელევიზიო არხებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მაღალი ხარისხით ავრცელებს.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სერვის ცენტრის ოფისში მომხმარებელთა მომსახურება, შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება, სალარო ოპერაციების განხორციელება
- საჭიროების შემთხვევაში საბილინგე პროგრამაში აბონენტების რეგისტრაცია
- ნაშთების კონტროლი, აბონენტებთან საკურიერო გზავნილების დაგეგმვა/ორგანიზება/კონტროლი, პროგრამულად ფოსტის პორტალზე ასახვა
- არსებული და პოტენციური მომხმარებლების ინფორმირება სერვისების შესახებ
- მომხმარებლების საჭიროების დადგენა/დაზუსტება და შესაძლებლობის ფარგლებში მათი დახმარება
საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
- სასურველია უმაღლესი განათლება
- საოფისე პროგრამების ცოდნა
სამუშაო გამოცდილება: სასურველია ჰქონდეს გამოცდილება მომსახურების სფეროში ან/და მომხმარებელთან კომუნიკაციის მიმართულებით ბოლო 1 წლის განმავლობაში
უცხო ენების ცოდნა: სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
უნარ-ჩვევები:
- გამართული მეტყველების უნარი
- კომუნიკაციის უნარი
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 18:00; შაბათი: 10:00 - 15:00 ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 06 ნოემბერი
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მოლარე ოპერატორი".
წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.