9772 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

BHGBN4D4 გამოქვეყნდა 19 ოქტ 25 ნახვა

სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველი

არქ-კონი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾2000–2500 / თვეში −25% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,986 ₾ · 32 განცხადება ბოლო ვადა: 20 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

კომპანია "არქ-კონი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.

კომპანია 2022 წლიდან მოღვაწეობს სამშენებლო ბაზარზე. "არქ-კონის" სერვისებში შედის: საფასადე სისტემებისა და ლითონის კონსტრუქციების პროექტირება, წარმოება და მონტაჟი. კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური საინჟინრო კადრებით. "არქ-კონი" მუდმივად ზრუნავს დააკმაყოფილოს მაღალკონკურენტული ბაზრის მოთხოვნები და მიაწოდოს მომხმარებელს ექსკლუზიური მომსახურება სამშენებლო სექტორში უახლესი მიღწევებისა და სიახლეების გათვალისწინებით.

სამუშაო პირობები:

  • ფიქსირებული ანაზღაურება (Net): 2000-2500 ლარი (გამოცდილების შესაბამისად).
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თ. ჩანტლაძის ქ. #11გ.
  • სამუშაო განაკვეთი: სრული; (ორშაბათი-შაბათის ჩათვლით 10:00-დან 18:00-მდე)

ძირითადი მოვალეობები:

  • სამშენებლო პროექტების მიხედვით ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზი, მოცულობების დათვლა და BOQ-ის დეტალური დამუშავება;
  • პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა;
  • სამუშაოების შესრულების გრაფიკის მომზადება BOQ-ის საფუძველზე;
  • სამუშაოებისა და მასალების საბაზრო ფასების კვლევა, განფასებების მომზადება და ოპტიმიზაცია;
  • სატენდერო პაკეტების მომზადება, შემოსული წინადადებების შედარებითი ანალიზი და შეფასება;
  • მიმდინარე დანახარჯების კონტროლი, ხარჯთაღრიცხვასთან შესაბამისობის მონიტორინგი და ანალიზი;
  • შესრულებული სამშენებლო სამუშაოების აქტის (ფორმა №2) მომზადება, საჭირო ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და ასახვა;
  • შესრულებული სამშენებლო სამუშაოების აქტის (ფორმა №2) მიხედვით ჩამოწერის აქტის მომზადება;
  • მშენებლობის პროცესში მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო ხარჯების შედარება საბიუჯეტო ხარჯებთან;
  • ცვლილებების ხარჯთაღრიცხვის მომზადება და შეთანხმების პროცესში მონაწილეობა;
  • ტექნიკურ, არქიტექტურულ და საინჟინრო გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური, ფინანსური ან ზუსტი მეცნიერებების მიმართულებით);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • სამშენებლო ტექნოლოგიების ცოდნა (საფასადე სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Word & Excel, MS Project) ცოდნა;
  • AutoCad/ ArchiCad (ნახაზების/პროექტების წაკითხვის დონეზე);
  • ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • FitPass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
  • კორპორაციული ნომერი (ულიმიტო სასაუბრო წუთები)
  • კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ, პროფესიონალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

როგორ შევუერთდეთ ჩვენს გუნდს?

თუ გაინტერესებთ ეს პოზიცია და აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე

გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განავითარე შენი კარიერა წარმატებულ სამშენებლო პროექტებში!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ბიზნეს გიდი

ახალი
თიბისი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში გარე განცხადება
21 ოქტ

სივრცის კონსულტანტი - ისნის ს/ც 2

ახალი
თიბისი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში გარე განცხადება
21 ოქტ

სივრცის კონსულტანტი 1/2 განაკვეთი - ვარკეთილის ს/ც 2

ახალი
თიბისი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში გარე განცხადება
21 ოქტ

ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი (ეტაპი II) - ზესტაფონის ს/ც 1

ახალი
თიბისი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში გარე განცხადება
21 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა