საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი
"REGON" არის არქიტექტურული ფასადების მასალების იმპორტიორი და საინჟინრო კომპანია, რომელიც მუშაობს კომერციული და მაღალი სამშენებლო სტანდარტის შენობების ფასადის პროექტებზე.
REGON აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიცია პასუხისმგებელი იქნება საერთაშორისო მომწოდებლებთან მუშაობასა და შესყიდვის პროცესის მართვაზე — მოთხოვნის მიღებიდან პროდუქციის მიწოდების კოორდინაციამდე.
ძირითადი მოვალეობები:
- საერთაშორისო მომწოდებლებთან კომუნიკაცია და ფასების მოთხოვნა;
- RFQ-ების მომზადება და მომწოდებლებთან გაგზავნა;
- კომერციული შეთავაზებების შედარება და შესყიდვის ფასის დადგენა;
- შესყიდვის დოკუმენტაციის, საერთაშორისო გადაზიდვის, საბაჟო მომსახურების და მიწოდების სერვისების კოორდინაცია;
- მიწოდების ვადების კონტროლი;
- რამდენიმე პროექტისა და შესყიდვის პარალელურად მართვა;
- მარტივი ხარჯთაღრიცხვებისა და კომერციული შედარებების მომზადება;
- Sales, Project და Operations გუნდებთან ყოველდღიური კოორდინაცია.
მოთხოვნები:
- მინიმუმ 2 წლიანი შესაბამისი გამოცდილება საერთაშორისო შესყიდვებში, საერთაშორისო თრეიდინგში, B2B გაყიდვებში ან მსგავს ბიზნეს გარემოში;
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა; ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
- Excel — Intermediate დონე;
- კომერციული შეთავაზებებისა და ფასების შედარების უნარი;
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა;
- რამდენიმე პროცესის ერთდროულად მართვის უნარი;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება სამშენებლო/დეველოპერულ ან სასტუმროების შესყიდვების მიმართულებით.
ჩვენ გთავაზობთ:
- 2, 500-3, 000 ₾ ხელზე — გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
- დამატებით performance/project-based bonus;
- საერთაშორისო ბრენდებთან და მომწოდებლებთან მუშაობის გამოცდილებას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- მუშაობას თანამედროვე და სწრაფად განვითარებად კომპანიაში.
პოზიცია ექვემდებარება მმართველ პარტნიორს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.