Вакансий 9 090
← Все вакансии

BHHE7W0D Опубликовано 30 сен Просмотров: 10

Regon

Regon

საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი

Regon внешнее объявление
Тбилиси Полная занятость Логистика / водители
Войти и откликнуться
₾2500–3000 / мес Приём откликов до 31 окт

"REGON" არის არქიტექტურული ფასადების მასალების იმპორტიორი და საინჟინრო კომპანია, რომელიც მუშაობს კომერციული და მაღალი სამშენებლო სტანდარტის შენობების ფასადის პროექტებზე.

REGON აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიცია პასუხისმგებელი იქნება საერთაშორისო მომწოდებლებთან მუშაობასა და შესყიდვის პროცესის მართვაზე — მოთხოვნის მიღებიდან პროდუქციის მიწოდების კოორდინაციამდე.

ძირითადი მოვალეობები:

  • საერთაშორისო მომწოდებლებთან კომუნიკაცია და ფასების მოთხოვნა;
  • RFQ-ების მომზადება და მომწოდებლებთან გაგზავნა;
  • კომერციული შეთავაზებების შედარება და შესყიდვის ფასის დადგენა;
  • შესყიდვის დოკუმენტაციის, საერთაშორისო გადაზიდვის, საბაჟო მომსახურების და მიწოდების სერვისების კოორდინაცია;
  • მიწოდების ვადების კონტროლი;
  • რამდენიმე პროექტისა და შესყიდვის პარალელურად მართვა;
  • მარტივი ხარჯთაღრიცხვებისა და კომერციული შედარებების მომზადება;
  • Sales, Project და Operations გუნდებთან ყოველდღიური კოორდინაცია.

მოთხოვნები:

  • მინიმუმ 2 წლიანი შესაბამისი გამოცდილება საერთაშორისო შესყიდვებში, საერთაშორისო თრეიდინგში, B2B გაყიდვებში ან მსგავს ბიზნეს გარემოში;
  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა; ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • Excel — Intermediate დონე;
  • კომერციული შეთავაზებებისა და ფასების შედარების უნარი;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა;
  • რამდენიმე პროცესის ერთდროულად მართვის უნარი;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება სამშენებლო/დეველოპერულ ან სასტუმროების შესყიდვების მიმართულებით.

ჩვენ გთავაზობთ:

  • 2, 500-3, 000 ₾ ხელზე — გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
  • დამატებით performance/project-based bonus;
  • საერთაშორისო ბრენდებთან და მომწოდებლებთან მუშაობის გამოცდილებას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • მუშაობას თანამედროვე და სწრაფად განვითარებად კომპანიაში.

პოზიცია ექვემდებარება მმართველ პარტნიორს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე.

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.

О работодателе
Regon
Похожие объявления

Ищете сотрудника? Разместите вакансию бесплатно.

Размещение бесплатно