9330 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

BHPA46TM გამოქვეყნდა 27 ოქტ 12 ნახვა

თბილისი სრული განაკვეთი სხვა
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 28 ნოე
დაზღვევა · განცხადებაშისწავლება · განცხადებაში

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას სანტექნიკოსის პოზიციაზე.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ცენტრი "დელტა" წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ერთადერთ ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის დაპროექტებაზე, შექმნაზე, სერიულ წარმოებასა და ტექნიკის რემონტზე. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებითა და დარგის ექსპერტებით.

ანაზღაურება: შეთანხმებით სამუშაოს განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ. მდებარეობა: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს;
  • გადამზადებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური/საოჯახო);
  • კორპორატიულ სატელეფონო ნომერს;
  • კორპორატიულ ფიტპასს.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სანტექნიკური მოწყობილობების, მილებისა და მათი სამაგრების მონტაჟი, ტექნიკური მომსახურება და შეკეთება;
  • წყალმომარაგების, წყალარინების, გათბობის, სანიაღვრე და გაზმომარაგების სისტემების მონტაჟისა და შეკეთების სამუშაოების შესრულება;
  • მილების, ფიტინგების, არმატურის, სამაგრებისა და სხვა საჭირო მასალების მომზადება და დახარისხება;
  • მილების შეერთებისთვის საჭირო შუასადებებისა და დამხმარე მასალების მომზადება;
  • მილსადენის ცალკეული კვანძების დაშლა და აწყობა, დამცავი საცობებისა და სახშობების დაყენება-მოხსნა;
  • ჩასარეცხი ავზებისა და სხვა სანტექნიკური მოწყობილობების რეგულირება;
  • საჭიროების შემთხვევაში, კონსტრუქციებში ხვრელების გაბურღვა და მოწყობილობებისა თუ მასალების სამუშაო ადგილზე გადატანა;
  • გაზმომარაგების სისტემებზე მუშაობისას შესაბამისი ტექნოლოგიური და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა;
  • ხელსაწყოებისა და სამუშაო ადგილის მოწესრიგება, შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • შესაბამისი პროფესიული განათლება (სასურველია);
  • უნდა ჰქონდეს სანტექნიკის, წყალმომარაგების, წყალარინების ან გათბობის სისტემების მონტაჟისა და ტექნიკური მომსახურების მიმართულებით გამოცდილება.

უნდა იცოდეს:

  • სანტექნიკური მოწყობილობების, მილების, ფიტინგების, არმატურისა და სამაგრების დანიშნულება;
  • სანტექნიკოსის ხელსაწყოების გამოყენების წესები;
  • მილებისა და ფიტინგების გაზომვისა და შეერთების ძირითადი მეთოდები, მათ შორის პოლიპროპილენის მილების შეერთება;
  • გაზმომარაგების სისტემებში გამოყენებული მილების, ფიტინგებისა და არმატურის დანიშნულება და გამოყენების ძირითადი წესები;
  • გაზმომარაგების სისტემებზე მუშაობისას უსაფრთხოების მოთხოვნები;
  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების, პირველადი დახმარების, საწარმოო სანიტარიისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ძირითადი წესები.

უნარ-ჩვევები:

  • ტექნიკური აზროვნება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობა და ხარისხზე ორიენტირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი.

შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს:

  • განცხადებების გადარჩევა;
  • გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV), შედგენილი ქართულ ენაზე, გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "სანტექნიკოსი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა