პიცის მცხობელი
პიცერია "ლა გამბა" აცხადებს ვაკანსიას პიცის მცხობლის პოზიციაზე.
Instagram: https://www.instagram.com/lagamba.tbilisi
სამუშაო გრაფიკი: "ლა გამბა" მუშაობს ყოველდღე 12:00-დან 00:00-მდე. დილის ცვლაა 12:00-18:00, საღამოს ცვლა 18:00-00:00. სტანდარტული ცვლის ხანგრძლივობა 6 საათია. ანაზღაურება: ერთი 6-საათიანი ცვლის ანაზღაურება 55 ლარია ხელზე. თვიური ხელფასი დამოკიდებულია ნამუშევარი ცვლების რაოდენობაზე და 900-დან 1, 400 ლარამდე მერყეობს. ხელფასი გაიცემა თვეში ერთხელ.
დამატებითი პირობები:
- ერთჯერადი უფასო კვება ცვლის მანძილზე
- საღამოს ცვლის დასრულების შემდეგ ტაქსით მგზავრობის დაფინანსება
მოვალეობები:
- ნეაპოლიტანური პიცის გამოცხობა
- პიცისთვის საჭირო ინგრედიენტების მომზადება
- სამუშაო სივრცის სისუფთავის დაცვა
პიროვნული უნარები:
- დატვირთვის დროს მუშაობის უნარი
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ
გამოცდილება: სასურველია პიცის მცხობელად მუშაობის გამოცდილება. შერჩეული კანდიდატი გაივლის 5-დღიან გადამზადებას.
სამუშაო ადგილი: პეტრიაშვილის ქ. 1, ღვინის ქარხანა N1; https://maps.app.goo.gl/k5pnizrctiZj5Ff56
გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.