8790 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

BJ0FMYSK გამოქვეყნდა 2 ოქტ 16 ნახვა

მწვანე სკოლა - ტყის კამპუსი

მწვანე სკოლა - ტყის კამპუსი

წინასასკოლო მოსამზადებელი პროგრამის ძირითადი მასწავლებელი

თბილისი სრული განაკვეთი განათლება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 3 ნოე

"მწვანე სკოლის" ტყის კამპუსი აცხადებს კანდიდატების შერჩევას წინასასკოლო მოსამზადებელი პროგრამის ძირითადი მასწავლებლის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

ძირითადი მასწავლებელი პასუხისმგებელია 5-6 წლის ასაკის ბავშვების წინასასკოლო პროგრამის დაგეგმვასა და განხორციელებაზე. თუ გიყვართ ბავშვების გარემოცვაში ყოფნა და ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ მათთვის შემეცნებითი და შთამაგონებელი გარემო შექმნათ, შემოგვიერთდით მწვანე სკოლის ტყის კამპუსში.

მთავარი პასუხისმგებლობები:

  • ინდივიდუალური და ჯგუფური აქტივობების დაგეგმვა და წარმართვა;
  • საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება ტყის სივრცეში - სხვადასხვა ამინდის პირობებში;
  • ბავშვების სოციალური, ემოციური და კოგნიტიური განვითარების მხარდაჭერა;
  • მშობლებთან აქტიური და პოზიტიური კომუნიკაცია;
  • ბავშვების ფიზიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა;
  • საგაკვეთილო რესურსების (ხელსაწყოების, მასალების) შერჩევა და გამოყენება გარემოსდაცვითი და შემოქმედებითი მიდგომებით;
  • პროფესიულ განვითარების პროცესებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სკოლამდელი ან დაწყებითი განათლების პედაგოგიკის ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად.
  • გამოცდილება ბავშვებთან მუშაობის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.
  • ინტერესი და მოტივაცია ალტერნატიული/ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომების მიმართ (ტყის სკოლა, მონტესორი, ვალდორფი ან რეჯიო ემილიას პრინციპები);
  • დამოუკიდებელი კლასის მართვის უნარი;
  • მაღალი ემპათია, მოთმინება და კრეატიულობა;
  • გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ძალიან კარგი კომუნიკაცია ბავშვებთან, მშობლებთან და გუნდთან;
  • სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
  • ბუნებაში მუშაობის მოტივაცია და მზადყოფნა - სხვადასხვა ამინდის პირობებში.

რას გთავაზობთ:

  • ინოვაციური და შთამაგონებელი სამუშაო გარემო ბუნებაში;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობები - ტრენინგები და პრაქტიკა თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებზე;
  • მეგობრული და ღირებულებებზე დაფუძნებული გუნდი;
  • მოქნილი, ბავშვზე მორგებული სასწავლო გარემოს შექმნის შესაძლებლობა;
  • კონკურენტული ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
მწვანე სკოლა - ტყის კამპუსი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა