სასტუმროს ადმინისტრატორი
სასტუმრო "Park Hotel Tskaltubo" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 600 ლარი + ბონუსი სამუშაო განაკვეთი : კვირაში 3 დღე, დილის 10:00-დან მომდევნო დღის 10:00-მდე მისამართი: ქალაქი წყალტუბო, ფალიაშვილის ქუჩა № 1
მოვალეობები
- სასტუმროში ვიზიტორის მიღება, განთავსება
- ვიზიტორის სასტუმროს მართვის სისტემაში რეგისტრაცია და გადახდის ოპერაციების წარმოება სასტუმროს პროცედურების მიხედვით
- ჯავშნების მიღება ტელეფონით, ელ. ფოსტით და სასტუმროს ვებგვერდის მეშვეობით
- ჯავშნების მართვა სასტუმროს ჯავშნების სისტემაში და Booking.com-ზე
- შემოსული სატელეფონო ზარების და ელ. ფოსტის მიღება და მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება
- სასტუმროს პროცედურების და სტანდარტების ცოდნა
- ნომრების მზადყოფნის კონტროლი
აქვე, ყველა აუცილებელი მოვალეობის შესწავლა შესაძლებელი იქნება გამოცდილი ადმინისტრატორების მხრიდან, ტრენინგების საფუძველზე
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- რუსულ და ინგლისურ ენებზე გამართულად საუბარი
პიროვნული თვისებები
- მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა
- კომუნიკაბელურობა
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში. საკონტაქტო ინფორმაცია: 596 60 25 25