დღე-ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორი
მისო "რიკო ექსპრესი" ქ. რუსთავში აცხადებს ვაკანსიას დღე-ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
საწყისი ანაზღაურება: 1300 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი (450 ლარი კვარტალური და წლიური 3500 ლარი) + სამედიცინო დაზღვევა.
წარმატებული ერთწლიანი სამუშაო პერიოდის გასვლის შემდეგ, თანამშრომელი ჩაერთვება ხელფასის ზრდის პერსპექტივის და კვარტალური/წლიური პრემიების საბონუსე სისტემაში.
გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ 24-საათიანი სამუშაო გრაფიკი.
მოთხოვნები
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია აპლიკანტს გააჩნდეს სალაროსთან მუშაობის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები
- მათემატიკური და ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
- კეთილგანწყობა, თავაზიანობა, სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად (ფოტოს ზომა 3x4) გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება.
- აპლიკანტს უნდა შეეძლოს გასაუბრებაზე დისტანციურად ჩართვა.
- რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება