გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

BJZP2JNC გამოქვეყნდა 12 ნოე 11 ნახვა

საბაჟო დეკლარანტი

ჯითექსი გარე განცხადება
შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 12 ნოე (დარჩა 19 დღე) ბოლო ვადა: 1 დეკ

ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში

კომპანია ჯითექსი 2007 წელს დაარსდა და მას შემდეგ წარმატებულად ოპერირებს ბაზარზე ტანსაცმლის, ავეჯისა და სახლის აქსესუარების ხაზით. იგი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, Matalan, OVS, Terranova, KIABI, Enza home, English Home და Principe (HUGO BOSS, BIKKEMBERGS, Christian Lacroix, CERRUTI 1881, BALDESSARINI and POLICE). კომპანია წარმოდგენილია 35-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და გორში.

ჯითექსი აცხადებს ვაკანსიას საბაჟო დეკლარანტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული. ლოკაცია: ქ.თბილისი, მუხრან მაჭავარიანის 4ბ.

ფუნქცია-მოვალეობები

  • ტვირთის შემოსვლამდე ინვოისების, შეფუთვის სიების (Packing List) და სატრანსპორტო დოკუმენტების გადამოწმება, შეუსაბამობების გამოვლენა და მონაცემების დაზუსტება.
  • საქონლის სასაქონლო კოდების (სეს ესნ / HS) განსაზღვრა და გადამოწმება. საჭიროების შემთხვევაში წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების, სერტიფიკატებისა და ნებართვების შემოწმება.
  • საბაჟო ღირებულებისა და იმპორტის გადასახდელების გაანგარიშება და შესაბამისი ინფორმაციის ფინანსური გუნდისთვის მიწოდება.
  • იმპორტის საბაჟო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა eCustoms-ში (ASYCUDA World), მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. საჭიროებისას დეკლარაციაში ცვლილებების შეტანა.
  • გაფორმების ვადებისა და ტვირთის სტატუსის კონტროლი საქონლის გაშვებამდე. საბაჟო ორგანოს მოთხოვნებზე რეაგირება და ლოგისტიკის გუნდთან, გადამზიდავებსა და ტერმინალებთან კოორდინაცია.
  • საბაჟო დეკლარაციების რეესტრისა და თანმხლები დოკუმენტების ელექტრონული არქივის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • იმპორტის საბაჟო დეკლარირებაში მინიმუმ 1 წლის პრაქტიკული გამოცდილება, მათ შორის დეკლარაციების დამოუკიდებლად შევსების გამოცდილება.
  • eCustoms-ში (ASYCUDA World) მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
  • საქართველოში მოქმედი იმპორტის საბაჟო პროცედურების, საქონლის კლასიფიკაციისა და საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების ცოდნა.
  • Excel-ის სამუშაო დონეზე ცოდნა და ინგლისურენოვანი სავაჭრო და სატრანსპორტო დოკუმენტების წაკითხვის უნარი.
  • მონაცემებთან ზუსტად მუშაობისა და რამდენიმე ტვირთის გაფორმების ვადების ერთდროულად მართვის უნარი.
  • ინგლისური ენა სასაუბრო დონეზე.

უპირატესობად ჩაითვლება

  • სხვადასხვა სასაქონლო კატეგორიისგან შემდგარი ტვირთების დეკლარირების გამოცდილება იმპორტიორ ან საცალო ვაჭრობის კომპანიაში.
  • მიწოდების საერთაშორისო პირობების (Incoterms) ცოდნა.
  • ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები

  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • საქმის ბოლომდე მიყოლის უნარი;
  • გუნდურობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "საბაჟო დეკლარანტი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 30 ნოემბერი.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ (დასაქმების მსურველი კანდიდატის) წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციის (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია) გადმოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ შპს "ჯითექსი", როგორც დამსაქმებელი, უფლებამოსილია დაამუშაოს გამოგზავნილი ინფორმაცია კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად, კონკრეტულად ამ ვაკანსიის ანდა ამ ვაკანსიის რელევანტური, მომიჯნავე ვაკანსიისთვის განსახილველად, იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას კანდიდატს მიაწოდოს:

ა) შესასრულებელი სამუშაოს შესახებ; ბ) შრომითი ხელშეკრულების ფორმის (ზეპირი ან წერილობითი) და ვადის (განსაზღვრული ან განუსაზღვრელი) შესახებ; გ) შრომის პირობების შესახებ; დ) შრომითი ურთიერთობისას დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; ე) შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია;

კანდიდატი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში, რომელზეც ასევე აცხადებს თანხმობას დამუშავდეს კანდიდატის შერჩევის მიზნით;

კანდიდატი იღებს ვალდებულებას, დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ინტერესებს.

მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. კანდიდატს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემების გამოთხოვა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება კანონით დადგენილ ვადებში;

კანდიდატი უფლებამოსილია მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე მომართოს შპს "ჯითექსს".

ასევე, გაცნობებთ, რომ შპს "ჯითექსი" თქვენ შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს შეინახავს 1 (ერთი) წლის ვადით, რომლის გასვლის შემდეგაც აღნიშნული ინფორმაცია განადგურდება. თქვენი პერსონალური მონაცემების მესამე პირებზე გადაცემა დაუშვებელია, აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ თქვენი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა