8360 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

BK8RMBTP გამოქვეყნდა 8 სექ 8 ნახვა

Evectus

Evectus

მასწავლებელი / რეპეტიტორი

Evectus გარე განცხადება
დისტანციური სრული განაკვეთი განათლება
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"Evectus" evectus.ge არის ინოვაციური ქართული საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს სწავლის პროცესის გამარტივებას. ჩვენ ვქმნით ერთიან, ტექნოლოგიურად გამართულ სივრცეს, სადაც მოსწავლეებსა და მშობლებს მარტივად შეუძლიათ იპოვნონ მაღალი კვალიფიკაციის მქონე, რეპეტიტორები, ხოლო პედაგოგებს ეძლევათ შესაძლებლობა, განავითარონ საკუთარი კარიერა, ააშენო პროფესიული რეპუტაცია და მიიღონ მოსწავლეების მუდმივი ნაკადი.

ვაკანსიის დასახელება: მასწავლებელი / რეპეტიტორი

კომპანია: Evectus

ლოკაცია: დისტანციური (Online)

დასაქმების ტიპი: თავისუფალი გრაფიკი / ნაწილობრივი დატვირთვა

Evectus-ი აცხადებს მიღებას მოტივირებული რეპეტიტორებისა და პედაგოგებისთვის შემდეგ მიმართულებებში:

სასკოლო საგნები და ეროვნული გამოცდები:

** მათემატიკა

** ქართული ენა და ლიტერატურა

** ისტორია

** გეოგრაფია

** სამოქალაქო განათლება

** ფიზიკა

** ქიმია

** ბიოლოგია

** დაწყებითი კლასების კომპლექსური მომზადება

უცხო ენები (სასკოლო პროგრამა, სასაუბრო და გამოცდებისთვის მზადება):

** გერმანული ენა

** ფრანგული ენა

** ესპანური ენა

** იტალიური ენა

** რუსული ენა

** ჩინური ენა.

ძირითადი მოვალეობები:

** ონლაინ გაკვეთილების მაღალ დონეზე ჩატარება (ინდივიდუალურად);

** სასწავლო პროგრამისა და მეთოდოლოგიის ადაპტირება მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით;

** მოსწავლის აკადემიური პროგრესის სისტემატური შეფასება და უკუკავშირი მშობელთან/მოსწავლესთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** შესაბამის საგანში/ენაში უმაღლესი განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);

** რეპეტიტორად, სკოლაში ან ენების ცენტრში მუშაობის გამოცდილება;

** ონლაინ სწავლების ინსტრუმენტების (Zoom, Google Meet და ა.შ.) გამართულად ფლობა;

** პუნქტუალურობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და მოსწავლეებთან/ მშობლებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

რას გთავაზობთ Evectus?

** სრული თავისუფლება და მოქნილობა: აწყობთ თქვენს განრიგს თავად და მუშაობთ ნებისმიერი ადგილიდან;

** მოსწავლეთა სტაბილური ნაკადი: პლატფორმა უზრუნველყოფს თქვენს დაკავშირებას დაინტერესებულ მოსწავლეებთან;

** დატვირთვის რეგულირება: ირჩევთ მოსწავლეთა იმ რაოდენობას, რაც თქვენთვის ოპტიმალურია;

** პროფესიული პროფილი: Evectus-ის პლატფორმაზე საკუთარი სარეკომენდაციო ბაზის, შეფასებებისა და რეპუტაციის მშენებლობა.

განაცხადის მიღების წესი:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ- ფოსტაზე: სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: "მასწავლებელი — [თქვენი საგანი/ენა]" (მაგ: მასწავლებელი — მათემატიკა ან მასწავლებელი — ინგლისური ენა).

ვებ-გვერდი: evectus.ge

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Evectus
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის