ქოლ-ცენტრის ოპერატორი
MAQRO Development არის MAQRO ჯგუფის მამოძრავებელი ძალა. კომპანია აშენებს საცხოვრებელ კომპლექსებს, სასტუმროებს, რესტორნებს, მაღაზიებსა და ოფისებს, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად გრძნობენ. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ კომპანიის ელექტრონული გვერდი www.maqro.ge
ჩვენ ვეძებთ აქტიურ, მომხმარებელზე ორიენტირებულ და შედეგზე ფოკუსირებულ ქოლ-ცენტრის ოპერატორს, რომელიც შეუერთდება ჩვენს მზარდ უძრავი ქონების გუნდს.
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ნოე რამიშვილის N30 სამუშაო საათები: 09:00- 18:00 საათამდე ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციის მიხედვით)+ საბონუსე სისტემა
თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელთა კმაყოფილება, გაქვთ კომუნიკაციის კარგი უნარი და კომფორტულად მუშაობთ დინამიკურ გარემოში, მოხარული ვიქნებით თქვენი კანდიდატურის განხილვით.
ძირითადი მოვალეობები: - პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან გამავალი ზარების განხორციელება გაყიდვების მიზნით; - პოტენციური კლიენტების მოთხოვნილებებისა და ინტერესების გამოვლენა და შესაბამისი შეთავაზების წარდგენა; - კომპანიის მიმდინარე სამშენებლო პროექტის შესახებ მომხმარებლებისთვის კომპეტენტური და დეტალური კონსულტაციის გაწევა; - დაინტერესებული მომხმარებლების გაყიდვების პროცესში გადაყვანა და შეხვედრების დაგეგმვა; - სოციალური ქსელებიდან შემოსული მომხმარებლის შეტყობინებებისა და ჩათების მართვა; - მომხმარებელთა მონაცემების, ზარების შედეგებისა და გაყიდვების პროცესის CRM სისტემაში აღრიცხვა; - პოტენციური კლიენტების შემდგომი კომუნიკაციისა და follow-up-ის განხორციელება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (თურქული ან აზერბაიჯანული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად) - ქოლ ცენტრში/ კლიენტთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება; - გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება - სამშენებლო/უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - MS Office-ის საბაზისო ცოდნა; - CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება სასურველია.
პიროვნული უნარები: - მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი; - გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებულობა - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; - გუნდური მუშაობის უნარი - დროის ეფექტურად მართვის უნარი
ჩვენ გთავაზობთ: - საერთაშორისო უძრავი ქონების კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას; - დინამიკურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; - პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს; - კონკურენტულ ანაზღაურებასა და შედეგებზე დაფუძნებულ ბონუსებს; - კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას; - ერთჯერად კვებას, - კორპორატიულ ნომერს (ულიმიტო პაკეტით);
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (ინგლისურ/ქართული) მისამართზე სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. შენიშვნა: დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან 10 დღის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.