7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

BM9RNDTP გამოქვეყნდა 25 აგვ 10 ნახვა

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

Techno Mall via hr.ge
ბათუმი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾1200–1700 / თვეში ბოლო ვადა:

ელექტრო ინსტრუმენტებისა და დანადგარების წამყვანი სავაჭრო ცენტრი Techno Mall აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. WEB: https://technomall.ge/ FB: https://www.facebook.com/technomall.georgia

ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომლის მთავარი ამოცანა იქნება ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება და B2B გაყიდვების ზრდა.

ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი კორპორატიული კლიენტების აქტიური მოძიება და მოზიდვა;
  • სამშენებლო, საწარმოო, სერვისულ და სხვა კომპანიებთან საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
  • პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო, ონლაინ და პირისპირ კომუნიკაცია;
  • კლიენტის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
  • ინდივიდუალური კომერციული შეთავაზებების მომზადება;
  • ფასებსა და თანამშრომლობის პირობებზე მოლაპარაკებების წარმოება;
  • არსებული კორპორატიული კლიენტების მართვა და განმეორებითი გაყიდვების ზრდა;
  • კორპორატიული შეკვეთების პროცესის კოორდინაცია;
  • გაყიდვების გეგმის შესრულება და შედეგების ანალიზი;
  • ბაზარზე ახალი შესაძლებლობებისა და პოტენციური კლიენტების მუდმივი მოძიება.

ანაზღაურება და სამუშაო პირობები: - ფიქსირებული ანაზღაურება: 1,200 – 1,700 ₾ NET, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად; - ბონუსი: 1,000 – 2,000 ₾, მიღწეული შედეგების შესაბამისად; - ჯამური შემოსავლის შესაძლებლობა: 2,200 – 3,700 ₾; - ორშაბათი – პარასკევი: 10:00 – 18:00; - შაბათი: 10:00 – 14:00; - კვება: უზრუნველყოფს კომპანია.

დამატებითი ბენეფიტი: - Element Fitness-ის აბონემენტზე 20%-იანი ფასდაკლება.

მოთხოვნები: - B2B ან გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; - ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი; - ახალი კლიენტების დამოუკიდებლად მოძიებისა და მოზიდვის უნარი; - შედეგსა და გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებულობა; - კომერციული შეთავაზებების მომზადებისა და პრეზენტაციის უნარი; - პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და ინიციატივიანობა; - Microsoft Office-ის საოფისე პროგრამების ცოდნა; - სასურველია ავტომობილის მართვის მოწმობა; - ელექტრო ინსტრუმენტების, დანადგარების, გენერატორების, კომპრესორების ან სამშენებლო სფეროს ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.

თუ შეგიძლია ახალი კლიენტების მოძიება, მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოება და გაყიდვების რეალური ზრდა — Techno Mall გაძლევს შესაძლებლობას, ფიქსირებულ ანაზღაურებასთან ერთად შენი შედეგების შესაბამისად მნიშვნელოვნად გაზარდო შემოსავალი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე CV შემდეგ ელფოსტაზე: info@technomall.ge

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
Techno Mall
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა