9,171 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

BPXBBNDT გამოქვეყნდა 23 სექ 18 ნახვა

PEKOPEKO

PEKOPEKO

ოფიციანტი

PEKOPEKO გარე განცხადება
თბილისი ნახევარი განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 16 ოქტ

"PEKOPEKO" ეძებს ოფიციანტებს

იაპონური რესტორანი "PEKOPEKO", რომელიც სტუმრებს იაპონურ კარს (curry), რამენსა და სხვა იაპონურ კერძებს სთავაზობს, ახალ თანამშრომლებს ეძებს მომსახურების გუნდში.

ჩვენთვის გამოცდილებაზე მეტად მნიშვნელოვანია თქვენი დამოკიდებულება საქმისა და სტუმრების მიმართ.

ვეძებთ ადამიანს, რომელიც:

  • სიამოვნებით ურთიერთობს ადამიანებთან;
  • სტუმრებს ღიმილით ეგებება;
  • აფასებს გუნდურ მუშაობას;
  • პასუხისმგებლობით ეკიდება სამუშაოს;
  • დაინტერესებულია იაპონიითა და იაპონური სამზარეულოთი.

სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის.

თუ გამოცდილება არ გაქვთ, სამუშაოს ეტაპობრივად შეგასწავლით.

პოზიცია: ოფიციანტი / მომსახურების პერსონალი (Service Staff)

შესაძლებელია როგორც სრული (Full-time), ისე ნახევარ განაკვეთზე (Part-time) მუშაობა.

სტუდენტების განაცხადებიც მისასალმებელია — სამუშაო დღეებისა და საათების შეთანხმება გრაფიკის შესაბამისად არის შესაძლებელი.

ფილიალები და სამუშაო საათები

1. შალვა ღამბაშიძის ფილიალი — 12:00-23:00 2. დავით გამრეკელის ფილიალი — 12:00-22:00

სამუშაო საათები და სამუშაო დღეების რაოდენობა Full-time / Part-time ფორმატის შესაბამისად შეთანხმდება.

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრების მიღება და მომსახურება;
  • შეკვეთების მიღება;
  • კერძებისა და სასმელების მიტანა;
  • სამუშაო სივრცის მომზადება და მოწესრიგება;
  • გუნდთან ერთად სტუმრებისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნა.

ანაზღაურება და პირობები:

  • ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და უნარების შესაბამისად და კონკრეტდება გასაუბრებაზე;
  • ანაზღაურებადი საცდელი პერიოდი: 1 თვე;
  • თანამშრომლებისთვის კვება უზრუნველყოფილია;
  • შეფასების კრიტერიუმები წერილობით არის განსაზღვრული და შეფასება წელიწადში 4-ჯერ ტარდება;
  • სამუშაო გრაფიკის შეთანხმება შესაძლებელია.

"PEKOPEKO"-ს შესახებ

"PEKOPEKO"-ს მიზანია არა მხოლოდ იაპონური კერძების შეთავაზება, არამედ საქართველოში იაპონური სამზარეულოს კულტურის უფრო ახლოს გაცნობა და სტუმრებისთვის მეგობრული და სასიამოვნო გარემოს შექმნა.

თუ გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, დაინტერესებული ხართ იაპონიით ან იაპონური სამზარეულოთი და გსურთ მეგობრულ გუნდში მუშაობა — სიამოვნებით გაგიცნობთ.

როგორ გამოგვიგზავნოთ განაცხადი

გთხოვთ, განაცხადი გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე.

წერილში მიუთითეთ:

  • მოკლე ინფორმაცია თქვენს შესახებ;
  • სასურველი ფილიალი;
  • Full-time თუ Part-time;
  • რომელ დღეებსა და საათებში შეგიძლიათ მუშაობა;
  • მომსახურების ან სარესტორნო სფეროში გამოცდილება, თუ გაქვთ.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი

შემოუერთდით "PEKOPEKO"-ს გუნდს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
PEKOPEKO
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა