გარე გაყიდვების აგენტი
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება F2F პროექტის ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.
სამუშაოს მდებარეობა: ბათუმი - სხვადასხვა ღია და დახურული საჯარო სივრცეები (კარფურის ფილიალი, ბათუმი მოლი, მეტრო სითი, ბათუმის ბულვარი, პარკები და სხვა)
ჩვენ გთავაზობთ:
** საათობრივ ანაზღაურებას - სრული განაკვეთი (8 საათი) დარიცხული 114, 4 ლარი დღეში, ნახევარი განაკვეთი (4 საათი) - დარიცხული 57, 2 ლარი დღეში;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს: ორშაბათი-პარასკევი, სრული (11:00-19:00) ან ნახევარი განაკვეთი (11:00-15:00 ან 15:00-19:00);
** მინიმუმ 12 საათი კვირაში
ძირითადი პასუხისმგებლობები/მოვალეობები:
** საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიზნის, სტრატეგიისა და პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა მისი კომპეტენციის ფარგლებში;
** პროექტით დაგეგმილი საქმიანობების დროული და ეფექტური განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;
** ორგანიზაციის მისიის და ახალი პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
** მოქალაქეებთან მოლაპარაკების წარმოება და მათი ჩვენს ვებ-საიტზე რეგისტრაცია;
** ყოველდღიური რეპორტინგი უშუალო მენეჯერთან და შინაგანაწესის დაცვა;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ ჩვევები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** ვაკანსიაზე განიხილება სტუდენტიც;
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროს მიმართულებით (სასურველია);
** ქართულად გამართულად მეტყველების უნარი;
** მოლაპარაკებისა და მედიაციის კარგი უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და სანდოობა.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: და. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გარე გაყიდვების აგენტი - ბათუმში"
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების ჩასატარებლად.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.