9479 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

BR1JJ2VH გამოქვეყნდა 24 ოქტ 12 ნახვა

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

CLC Elevator გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 25 ნოე

კომპანია "CLC Elevator • სი ელ სი" წარმოადგენს ლიფტების იმპორტის, მონტაჟისა და სერვისის მიმართულებით ლიდერ კომპანიას საქართველოში. "სი ელ სი" 2022-2025 წლებში დაჯილდოებულია როგორც დარგის ლიდერი კომპანია და 2023 წელს მინიჭებული აქვს ოქროს ბრენდის სტატუსი. განხორციელებული 3500-ზე მეტი პროექტის საფუძველზე "CLC" ზრდის როგორც საკუთარ გუნდს, ისე თავის საქმიანობას და ახორციელებს კავკასიის რეგიონში პირველი ლიფტების ქარხნის მშენებლობას საქართველოში!

ინოვაცია, გამოცდილება და ამბიცია - 2018 წლიდან!

კომპანია "სი ელ სი" კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ეძებს ამ სფეროში გამოცდილ კადრს.

პოზიციის აღწერა:

  • ლოკაცია: გელა გოგიშვილის ქუჩა N10, თბილისი;
  • სამუშაო გრაფიკი: სრული;
  • სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
  • სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 მდე;
  • სახელფასო ანაზღაურება: ფიქსირებული შეთანხმებით + საბონუსე სისტემა.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სატელეფონო გაყიდვების განხორციელება - პოტენციურ კლიენტებთან პირველი კონტაქტის დამყარება, ინტერესის გაღვივება და კომპანიის პროდუქტის/სერვისის შეთავაზება;
  • პოტენციური კლიენტების ბაზის მოძიება, გაფართოება და მუდმივი განახლება სხვადასხვა არხის გამოყენებით (სოციალური ქსელები, რეკომენდაციები, ბაზრის მონიტორინგი და სხვ.);
  • შეხვედრების ორგანიზება დაინტერესებულ კლიენტებთან - პრეზენტაციის ჩატარება, საჭიროებების იდენტიფიცირება და შეთავაზების მომზადება;
  • პირისპირ გაყიდვების განხორციელება - მოლაპარაკებების წაყვანა, ფასის შეთანხმება და ხელშეკრულებების გაფორმების მხარდაჭერა;
  • ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი - გაყიდვების ტენდენციების დაკვირვება და შესაძლებლობების გამოვლენა;
  • გაყიდვების გეგმის შესრულება და ყოველდღიური აქტივობების ანგარიშგება ხელმძღვანელთან;
  • მომხმარებლის უკუკავშირის მიღება და მომსახურების გაუმჯობესების პროცესში ჩართულობა;
  • გუნდის მიზნებში აქტიური მონაწილეობა და თანამშრომლობა სხვა დეპარტამენტებთან გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • სავალდებულოა ქართული ენის გამართულად ცოდნა;
  • MS office -ის კარგ დონეზე ცოდნა;
  • უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა ჩაითვლება უპირატესობად;
  • გამოცდილება მონათესავე სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • არსებული ვაკანტური პოზიციისთვის შესაძლებელია უპირატესობა მიენიჭოს ქალ კანდიდატებს.

"CLC Elevator" გთავაზობთ:

  • მრავლისმომცველ ტრენინგს ლიფტების სფეროს სპეციფიკის შესახებ;
  • კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებასა და გამჭვირვალე საბონუსე სისტემას;
  • მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას;
  • კომპანიის მიერ დაფინანსებულ საწვავის ხარჯს სამსახურებრივ მარშრუტებზე;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "სი ელ სი" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ კომპანიაში ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა