კონსულტანტი
საკვები დანამატებისა და ვიტამინების მულტიბრენდული მაღაზიათა ქსელი "ფიტნეს ფორმულა", რომელიც 25-მდე მაღაზიით უკვე წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყანაში, ხოლო ქ. თბილისში 5 ფილიალით, აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ვაკანსია ცხადდება საბურთალოს, ვაკის და "ისთ ფოინთის" ფილიალებისთვის. სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 21:00 ან 22:00 სთ-მდე, 2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება. 1 საათი შესვენება. ანაზღაურება: საწყისი 1000 ლარი (NET) + ბონუსი
მოვალეობები
- მომხმარებლის საჭიროებების გამოვლენა და პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა
- სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება, მათ შორის სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი
- პროდუქციის მიღება, თაროზე განთავსება და შესაბამისი მარაგის მუდმივი კონტროლი და შევსება საჭიროებისამებრ
- ონლაინ შეკვეთებისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება
- მაღაზიაში შემომავალ ზარებზე პასუხი და მომხმარებლის ინფორმირება
- მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ხელმძღვანელთან მუდმივი კომუნიკაცია
მოთხოვნები
- მომხმარებლის მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება
- მოტივირებული და პუნქტუალური; ორგანიზებული და კომუნიკაციის კარგი უნარების მქონე
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არასავალდებულოა
- ინგლისური და/ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებებს!