მუშა-ტექნიკოსი
სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ "ქარვასლაში" საერთო სარგებლობის სივრცის სერვისის განმახორციელებელი კომპანია შპს "ქარვასლა მენეჯმენტ თბილისი" აცხადებს ვაკანსიას მუშა-ტექნიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ ქარვასლაში საერთო მოხმარების ფართების ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების უზრუნველყოფა ტექნიკური მენეჯერის დავალებების შესაბამისად.
- საერთო მოხმარების საინჟინრო, საკანალიზაციო სისტემების დაზიანების შემთხვევაში მათი გამართულ მდგომარეობაში მოყვანა.
- მსუბუქი ტვირთების გადაადგილების უზრუნველყოფა.
- ობიექტზე მიმდინარე ყოველდღიური სამუშაოების შესრულებაში მონაწილეობა.
- სივრცის მონიტორინგი.
- უსაფრთხოების ნორმების ცოდნა/დაცვა.
- ნათურების შეცვლა.
რას გთავაზობთ:
- შპს "ქარვასლა მენეჯმენტ თბილისის" პროფესიონალთა გუნდთან ერთად სამუშაო პროცესში სწავლებას;
- სრულ სამუშაო გრაფიკს 10:00 საათიდან 19:00 საათამდე (40 სთ/კვირაში);
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ც.დადიანის ქ. 7;
- სამუშაო განაკვეთი: სრული;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ არაუგვიანეს 2026 წლის 01 ნოემბრისა გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ: "ვაკანსია — მუშა-ტექნიკოსი". კითხვების დასაზუსტებლად და ინტერვიუს თარიღის შესათანხმებლად შეგიძლიათ მოგვმართოთ ტელეფონის ნომერზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.