ოფისის მენეჯერი
"ალიანს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ბათუმი
პოზიციის აღწერა:
ვეძებთ ენერგიულ, ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან ოფისის მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებასთან და მომხმარებლებთან პირდაპირ კონტაქტში მყოფი გაყიდვების ოფისის შეუფერხებელ, გამართულ და მაღალი სტანდარტების შესაბამის ფუნქციონირებას.
ძირითადი მოვალეობები:
1. ოფისის მართვა და წესრიგი:
** საოფისე გარემოში წესრიგისა და კომფორტის შენარჩუნება. ** საოფისე ტექნიკის მუშაობის კონტროლი და ხარვეზების აღმოფხვრა. ** საკანცელარიო და სამეურნეო მარაგების შევსება.
2. ასისტენტის მართვა და შეთავსება:
** ასისტენტის სამუშაო პროცესის კოორდინაცია. ** ასისტენტის დასვენების დღეს მისი ფუნქციების შეთავსება (სტუმრების მიღება და გამასპინძლება).
3. კომუნიკაცია და კოორდინაცია:
** შიდა დეპარტამენტებთან ოპერაციული საკითხების მოგვარება. ** საკურიერო მომსახურებასთან ურთიერთობა (ფოსტისა და ამანათების მიღება-გაგზავნა). ** მომწოდებლებსა და მომსახურე პერსონალთან (მაგ. დასუფთავება) კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე (ოფის მენეჯერი, ადმინისტრატორი) მუშაობის გამოცდილება — მინიმუმ 1-2 წელი (გაყიდვების ოფისში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად). ** საოფისე პროგრამების (MS Office: Word, Excel, Outlook) საშუალო დონეზე ცოდნა. ** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა).
ჩვენ გთავაზობთ:
** ანაზღაურება: 1000 ლარიდან (ინდივიდუალურად, გამოცდილების მიხედვით); ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** სადღესასწაულო პრემია; ** სტაბილური და მშვიდი სამუშაო გარემო.
სამუშაო განრიგი: 10:00-19:00 სთ. დღეგამოშვებით: 11:00-20:00 სთ
შერჩევის ეტაპები:
1. აპლიკაციების გადარჩევა; 2. გასაუბრება.
რეზიუმეების მიღების ვადა: 2026 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით
გამოაგზავნეთ თქვენი CV hr@alliance.ge-ზე. სათაურში მიუთითეთ: ოფის მენეჯერი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.
გისურვებთ წარმატებას!
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება: შპს "ალიანს სიტი" საკონტაქტო ინფორმაცია 0322500000; მონაცემთა დამუშავების მიზანია - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
მონაცემთა მიმღებია - შპს "ალიანს სიტის" ადამიანური რესურსების სამსახური; პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ინფორმაცია შენახვის ვადაა - წინასახელშეკრულებო ეტაპის დასრულებიდან არაუმეტეს 01 თვე, ხოლო სტაჟირებისა და შრომითი ურთიერთობის არსებობისას მათი შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში, მონაცემთა სუბიექტის შემდგომი უფლებების გათვალისწინებით:
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; ** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; ** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; ** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; ** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება; ** მონაცემთა გადატანის უფლება; ** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები; ** თანხმობის გამოხმობის უფლება; ** გასაჩივრების უფლება.
შპს "ალიანს სიტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."