9476 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

BTEFKC66 გამოქვეყნდა 24 ოქტ 15 ნახვა

საქართველოს ფოსტა

საქართველოს ფოსტა

მონიტორინგის მიმართულების მთავარი სპეციალისტი / ზედამხედველობისა და შესაბამისობის დეპარტამენტში

საქართველოს ფოსტა გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾2437 / თვეში ბოლო ვადა: 21 ნოე

საქართველოს ფოსტა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მონიტორინგის მიმართულების მთავარი სპეციალისტი - ზედამხედველობისა და შესაბამისობის დეპარტამენტში

სამუშაოადგილი: სათავო ოფისი სამუშაოგანრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 სთ-დან 18:30 სთ-მდე. ანაზღაურება: დარიცხული - 2437.50 ლარი.

ძირითადი ფუნქციები: კომპანიაში მიმდინარე პროცესების ანალიზი - შეისწავლის და აანალიზებს კომპანიაში მიმდინარე პროცესებს; - აანალიზებს სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებულ ინფორმაციას - კომპანიაში მიმდინარე პროცესების კანონმდებლობასთან, ინსტრუქციებთან, პროცედურებსა და ხელშეკრულებებთან, კომპანიის შიდა მარეგულირებელ დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; - პერიოდულად აკონტროლებს გაცემული რეკომენდაციების შესრულებას.

კომპანიის თანამშრომლების საქმიანობის მონიტორინგი - ამოწმებს კონკრეტულ ობიექტს ან/და თანამშრომლის მიერ შესრულებულ სამუშაოს, სამუშაო ადგილზე არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ფულადი სახსრების აღრიცხვით, ასევე, პროდუქციის მიმოქცევის, რეალიზაციისა და ნაშთების კონტროლის საშუალებით; - შეისწავლის კომპანიის ქონების დაზიანებისა და არამიზნობრივად გამოყენების ფაქტებს, ასევე, სტრუქტურული ერთეულებისა და კონკრეტული თანამშრომლების საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს კომპანიის შესაბამისი თანამშრომლებისაგან ახსნა-განმარტებების მიღებას; - აკონტროლებს კომპანიის თანამშრომელთა მიერ კომპანიაში მოქმედი დებულებების, ინსტრუქციებისა და კომპანიის სხვა შიდა აქტების შესრულებას.

დოკუმენტების მართვა და ანგარიშების მომზადება - აწარმოებს თავისი საქმიანობის სხვადასხვა ტიპის სტატისტიკას, აანალიზებს და წარმოადგენს შესაბამის ანგარიშებს და რეკომენდაციებს; მოთხოვნისამებრ და უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, გადასცემს ზუსტ მონაცემებს შესაბამის უფლებამოსილ პირს; - უზრუნველყოფს დოკუმენტბრუნვას დადგენილი წესების შესაბამისად, ახდენს დოკუმენტების ფაილინგსა და უსაფრთხო ადგილას შენახვას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - განათლება - უმაღლესი განათლება/ბაკალავრიატი იურიდიული მიმართულებით; - სამუშაო გამოცდილება - 3 წლიანი გამოცდილება იურიდიული მიმართულებით;

დაინტერესებული პირებმა გთხოვთ იხილოთ ბმული: https://www.gpost.ge/info/career-application-form?vacancyId=3175

ვაკანსიის შესახებ განაცხადის საპასუხოდ დასაქმების კანდიდატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემით, დასაქმების კანდიდატი აცხადებს თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ დაამუშაოს მისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასების, აგრეთვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთან, დასაქმების კანდიდატი თანახმაა, მის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეინახოს არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

დასაქმების კანდიდატის მიერ „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებებით (მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების, გასწორების, განახლებისა და შევსების, დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების, აგრეთვე დაბლოკვის უფლებები) სარგებლობისათვის, დასაქმების კანდიდატმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნოს შპს „საქართველოს ფოსტის“ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ბიზნეს და აგრო სესხის ოფიცერი

ახალი
ევროკრედიტი ბათუმი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია გარე განცხადება
24 ოქტ

სტრატეგიული დაგეგმვის / მონიტორინგის და შეფასების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

ახალი
თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია გარე განცხადება
₾2880 24 ოქტ

ფინანსური ანალიტიკოსი

ახალი
მთაწმინდის პარკი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია დაზღვევა · განცხადებაში მიმართე აქ
₾1500–2000 −42% ჩვეულებრივთან შედარებით 24 ოქტ

ინვენტარიზატორი

ახალი
გუდვილი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია დაზღვევა · განცხადებაში გარე განცხადება
₾1250 24 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა