8594 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

BTGKQ2M5 გამოქვეყნდა 11 სექ 5 ნახვა

მარგიო

მარგიო

მძღოლ-დისტრიბუტორი

მარგიო გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია „მარგიო“ აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე.

ლოკაცია: ქ. თბილისი, თბილისი, ევროპის პირველი ჩიხი, N10

გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი, 09:00 - 18:00სთ

ანაზღაურება: 1500 ლ

კომპანიის შესახებ: „მარგიო“ 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და წარმოადგენს ხელსახოცებისა და მაგიდის ტილოების მწარმოებელ კომპანიას. ბრენდი წარმოდგენილია ქვეყნის წამყვან ქსელებსა და მაღაზიებში და უზრუნველყოფს ხარისხიან პროდუქციასა და ეფექტურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით.

ძირითადი მოვალეობები: - პროდუქციის უსაფრთხო და დროული ტრანსპორტირება; - კომპანიის კუთვნილი ავტომობილის მართვა და უსაფრთხო ექსპლუატაცია; - ავტომანქანის დატვირთვა-გადმოტვირთვაში ჩართულობა; - პროდუქციის რაოდენობის კონტროლი ჩატვირთვამდე და მომხმარებელთან ჩაბარებისას; - პროდუქციის სწორად გადაცემა სავაჭრო ობიექტებში.

მოთხოვნები: - B კატეგორიის მართვის მოწმობა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - შრომისმოყვარეობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; - დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

გთავაზობთ: - მეგობრულ სამუშაო გარემოს; - მხარდამჭერ მენეჯმენტს.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV მითითებულ ელ. ფოსტაზე: ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
მარგიო
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა