კვერცხუჯრედის დონორისა და სუროგატი დედის კოორდინატორი
"Beta Plus Agency", რომელიც წარმოადგენს ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) კლინიკებისა და სუროგაციის სააგენტოების გლობალური ქსელის ნაწილს, აცხადებს ვაკანსიას კვერცხუჯრედის დონორისა და სუროგატი დედის კოორდინატორის პოზიციაზე.
მოვალეობები
- კომუნიკაციის დამყარება პოტენციურ კვერცხუჯრედის დონორთან და სუროგატი დედის კანდიდატებთან, მათთვის პროგრამების და შესაბამისი პროცედურების გაცნობის მიზნით;
- კვერცხუჯრედის დონორის/სუროგატის დედის კანდიდატებთან მიმოწერა და ეფექტური კომუნიკაცია სოციალური მედიის საშუალებით;
- მონაცემთა ბაზის განახლება, მათი ზუსტი პროფილის დახმარებით, ასევე, მონაცემთა ბაზის ხარისხის კონტროლი;
- კრეატიული იდეების შემუშავება პოტენციური სუროგატი დედების და კვერცხუჯრედის დონორების მოძიების გზების გასაუმჯობესებლად;
- ელექტრონული ფოსტის და სოციალური მედიის საშუალებით შემოსულ შეტყობინებებზე დროული და სწორი რეაგირება;
- კვერცხუჯრედის დონორის და სუროგატი დედის კმაყოფილების უზრუნველყოფა;
- კვერცხუჯრედის დონორის და სუროგატი დედის პროფილების შექმნა და ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
- მენეჯერის ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება.
უნარები
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- მაღალი ხარისხის მომსახურების უნარი მომხმარებლის მიმართ;
- გაყიდვებისა და სოციალური მედიის მართვის კარგი უნარები;
- პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებული, აქტიური, დეტალებზე ორიენტირებული;
- ორგანიზაციული და მენეჯერული უნარები;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
განათლება და გამოცდილება
- მომხმარებელთა მომსახურება ან გაყიდვებთან დაკავშირებული განათლება
- სასურველია საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობის გამოცდილება
კომპანია გთავაზობთ
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- კარიერული განვითარების შესაძლებლობები
- საბონუსე სისტემა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV უნდა გამოაგზავნონ ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია: "კვერცხუჯრედის დონორისა და სუროგატი დედის კოორდინატორი".
გისურვებთ წარმატებას!