8838 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

BW0BJ6YB გამოქვეყნდა 29 სექ 5 ნახვა

კონტაქტჰოუმი

კონტაქტჰოუმი

მძღოლის დამხმარე

კონტაქტჰოუმი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 30 ოქტ

ვინ ვართ ჩვენ?

"კონტაქტ ჰოუმი" არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის სივრცე ინოვაციებისა და საუკეთესო არჩევანისთვის! ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა). ჩვენს მომხმარებელს ვუქმნით კომფორტს.

უკვე 250-ზე მეტი პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება. ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

შენი მისია კომპანიაში: შენ იქნები მძღოლის მარჯვენა ხელი! შენი ჩართულობა განსაზღვრავს, რამდენად კმაყოფილი დარჩება მომხმარებელი ჩვენი სერვისით.

რას გააკეთებ?

  • გუნდური მუშაობა: დაეხმარები მძღოლს სატვირთო ავტომობილის უსაფრთხოდ დატვირთვა-გადმოტვირთვაში;
  • სერვისი: უზრუნველყოფ შეძენილი ნივთების (ტექნიკა/ავეჯი) უვნებლად მიტანას მომხმარებლის კართან;
  • ნავიგაცია: დაეხმარები მძღოლს მარშრუტის დაგეგმვასა და მისამართების მარტივად მოგნებაში;
  • კომუნიკაცია: იქნები კომპანიის წარმომადგენელი მომხმარებელთან შეხვედრისას.

ეს სამსახური შენთვისაა, თუ:

  • გაქვს მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • ხარ ფიზიკურად ამტანი და ენერგიული;
  • შეგიძლია გუნდში შეთანხმებულად მუშაობა;
  • ხარ პუნქტუალური და პასუხისმგებლიანი.

რატომ უნდა შემოგვიერთდე? ჩვენ ვაფასებთ შენს დროს და შრომას:

  • საუკეთესო გრაფიკი: სტანდარტული, 40-საათიანი სამუშაო კვირა 2 დღე დასვენება; (ბალანსი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის);
  • ფინანსური მოტივაცია: 1100ლ + ბონუსი ;
  • ჯანმრთელობა: კორპორატიული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახისთვის;
  • აქტიური ცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
  • მეტი დასვენება: წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off;
  • განვითარება: კარიერული წინსვლის რეალური პერსპექტივა მზარდ კომპანიაში.

მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის? გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) მისამართზე.

გთხოვთ, სათაურის ველში ("Subject") აუცილებლად მიუთითოთ: "მძღოლის დამხმარე ".განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი, 2026

წარმატებებს გისურვებთ!

** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
კონტაქტჰოუმი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა