პოსტექნიკოსი საკუთარი მოპედით - ბათუმი
სს "ჯორჯიან ქარდში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს პოსტექნიკოსის პოზიციაზე,საკუთარი მოპედით/სკუტერით, სეზონური პროექტის ფარგლებში სამუშაო ლოკაცია - ბათუმი, ბათუმის შემოგარენი
ძირითადი მოვალეობები: - პოს ტერმინალის განთავსება სავაჭრო ობიექტებზე და ტერმინალის ძირითადი ფუნქციების სწავლება ობიექტის წარმომადგენელისთვის; - პოს ტერმინალის აქსესუარების სავაჭრო ობიექტებზე მიტანა და საჭიროების
შესამისად პოს ტერმინალზე მომსახურება (მაგ: ელემენტის ამოცვლა, ქვითრის ქაღალდი ჩადება, ინტერნეტსიმის ამოცვლა და ა.შ.) ; - პოს ტერმინალის სავაჭრო ობიექტებიდან წამოღება;
მოთხოვნები: - მონათესავე პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება - სასურველია; - საკუთარი სკუტერი/მოპედი და აღჭურვილობა რაც კანონმდებლობით არის
გათვალისწინებული (აუცილებელი წესით ტრანსპორტი უნდა იყოს ტექნიკურად გამართული და წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი მოწმობა, ასევე, გამართული და მოწესრიგებული ყუთი/კონტეინერი, სადაც განთავსდება პოს ტერმინალი და მისი აქსესუარები); - შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა - კლიენტების თავაზიანი მომსახურება უნარები: - პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა; - გუნდური მუშაობისა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი;
სამუშაო პირობები: - მომსახურების ხელშეკრულება პროექტის განმავლობაში (2-3 თვე) - სამუშაო განრიგი: კვირაში არაუმეტეს 40 საათი - ანაზღაურება: გამომუშავებით, შესრულებული დავალებების რაოდენობის
მიხედვით - უზრუნველვყოფთ საქმის ადგილზე შესწავლას; - მეგობრული სამუშაო გარემო
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ სათაურში მიუთითოთ: მოპედიანი ტექნიკოსი).
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.