7981 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

BXQF3CCR გამოქვეყნდა 25 აგვ 5 ნახვა

ექსპედიტორი

Marine Shipping and Forwarding via hr.ge
ფოთი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

ორგანიზიიცს გაფართოების მიზნით, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანია “MSF” აცხადებს ვაკანსიას ექსპედიტორის” პოზიციაზე, ქ. ფოთში

MSF არის სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანია, რომელის საქმიანობის სფერო არის საერთაშორისო და შიდა გადაზიდვები. ჩვენ ვმუშაობთ როგორც საზღვაო, ასევე სახმელეთო ტარნსპორტით გადაზიდვებზე, იმპორტისა და ექსპორტის მიმართულებით. კომპანია თანამშრომლობს პარტნიორებთან მჭიდროდ და მართავს გადაზიდვების სრულ ციკლს — ტვირთის გატანიდან საბოლოო ჩაბარებამდე.

რას გთავაზობთ: - სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს - პროფესიული ზრდის შესაძლებლობას ლოჯისტიკისა და სატრანსპორტო სფეროში - მეგობრულ გუნდს და მხარდაჭერას ყოველდღიურ საქმიანობაში

ძირითადი მოვალეობები: - სატრანსპორტო საშუალებების (ინდივიდუალური მეწარმეების/გადამზიდავების) მოძიება კონკურენტულ ფასებში, მათთან მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება. - ბაზარზე არსებული სატრანსპორტო ტარიფების მუდმივი მონიტორინგი, - დასრულებული სატრანსპორტო დოკუმენტაციის (CMR-ების) აღრიცხვა, შემოწმება და კონტროლი. - შეთანხმებული გადაზიდვის ტარიფების სისწორის კონტროლი. - ტვირთების გადაადგილების სტატუსის ყოველდღიური მონიტორინგი და შესაბამისი დეპარტამენტებისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება. - ტრანსპორტირების პროცესში წარმოშობილი პრობლემების დროული იდენტიფიცირება, ანალიზი და შესაბამისი რეაგირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება; - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel აუცილებელია); - ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; - ინფორმაციის სწრაფად დამუშავებისა და ორგანიზების უნარი; - დეტალებზე ორიენტირებული და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

პირობები: - სამუშაო გრაფიკი: ცვლადი გრაფიკი - ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი +ჯანმრთელობის დაზღვევა - მდებარეობა: ქ. ფოთი, ვ. ფშაველას#66

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ ინფორმაცია: https://msf.selfrecruit.ge/s/iF5aj გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, კომპანია აწარმოოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
Marine Shipping and Forwarding
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა