სტიუარდი / ჭურჭლის მრეცხავი
რესტორანი "რამეკაი" აცხადებს ვაკანსიას სტიუარდის (ჭურჭლის მრეცხავის) პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, მოწესრიგებულ და პასუხისმგებლობიან თანამშრომელს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს მყუდრო სამუშაო გარემოში.
ძირითადი მოვალეობები:
- სამზარეულოს ჭურჭლისა და ინვენტარის რეცხვა და მოწესრიგება;
- სამზარეულოს სამუშაო სივრცის სისუფთავის შენარჩუნება; ნაგვის დროული გატანა და ჰიგიენური ნორმების დაცვა. ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ფიზიკური გამძლეობა და სხარტად მუშაობის უნარი; გუნდურობა და პუნქტუალურობა.
სამუშაო პირობები და გრაფიკი:
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (5/2-ზე);
- სამუშაო საათები: 16:30 - 01:30;
- ანაზღაურება: დღიური 60 ლარი (ფიქსირებული თვიური ანაზღაურება). რას გთავაზობთ ჩვენ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას (მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ);
- 1-კვირიან ანაზღაურებად შვებულებას (მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ);
- ღამის საათებში ტრანსპორტირებით (ტაქსით) უზრუნველყოფას სახლამდე;
- უფასო კვებას სამუშაო საათებში;
- სტაბილურ სამუშაოს და მეგობრულ გუნდს.
დაინტერესების შემთხვევაში:
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ "სტიუარდი".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.