საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი
HR აუთსორსინგული კომპანია "ვან ფოინთი" ეძებს პარტნიორი ორგანიზაციისთვის საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტს.
ვეძებთ პასუხისმგებლიან, მოტივირებულ და გამოცდილ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო მომწოდებლებთან ეფექტურ თანამშრომლობას, იმპორტის პროცესების მართვასა და მარაგების ოპტიმალურ დაგეგმვას.
ძირითადი მოვალეობები:
- საერთაშორისო მომწოდებლებთან ურთიერთობის წარმოება.
- პროდუქციის მიწოდების, საფასო პოლიტიკისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა.
- საბაჟო ბროკერებთან თანამშრომლობა იმპორტის ოპერაციების შეუფერხებელი მიმდინარეობისთვის.
- მოთხოვნის პროგნოზირება, უსაფრთხო მარაგის გაანგარიშება და საწყობის დროული შევსება.
- მომწოდებლების ეფექტურობის და შეკვეთის შესრულების ვადების მონიტორინგი.
- მონაცემების ზუსტი ასახვა ERP სისტემებში.
მოთხოვნები:
- საერთაშორისო შესყიდვებისა და იმპორტის მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
- საერთაშორისო ლოჯისტიკისა და საბაჟო პროცედურების ცოდნა.
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა.
- ERP სისტემებთან და MS Excel-თან მუშაობის გამოცდილება.
ანაზღაურება და ბენეფიტები:
- ანაზღაურება 2500-2700 ლარი ნეტი + ბონუსური სისტემა.
- ჯანმრთელობის დაზღვევა.
- კვების თანხა.
- სატელეფონო ლიმიტი.
სამუშაო ადგილი: ლილო, ლოჭინის ხევი, თბილისი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე სათაურის ველში მიუთითეთ: "საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი".
თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია One Point-ს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.