მარკეტინგის კოორდინატორი
"Origami Holding" ეძებს Marketing Coordinator-ს.
პასუხისმგებლიან, შრომისმოყვარე და განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც ჩაერთვება კომპანიის მიმდინარე მარკეტინგულ პროცესებში და მარკეტინგის ხელმძღვანელთან ერთად იმუშავებს სხვადასხვა პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაზე.
ვეძებთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობა, დავალებების ორგანიზება, პროცესების კოორდინაცია და მათი ბოლომდე მიყვანა.
ძირითადი მოვალეობები:
** მარკეტინგის ხელმძღვანელის ყოველდღიური ოპერაციული მხარდაჭერა და მიმდინარე მარკეტინგული დავალებების კოორდინაცია;
** კომპანიისა და მისი პროექტების მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** სოციალური მედიის არხების ყოველდღიური პროცესების კოორდინაცია;
** კონტენტ-კალენდრის მომზადება, განახლება და შესრულების კონტროლი;
** ფოტო, ვიდეო, დიზაინ, სოციალური მედიისა და სარეკლამო მასალებისთვის ბრიფების მომზადება ხელმძღვანელის ჩართულობით;
** კონტენტის შექმნის პროცესის კოორდინაცია იდეიდან საბოლოო გამოქვეყნებამდე;
** საკომუნიკაციო ტექსტებისა და ქოფის მომზადებასა და კოორდინაციაში მონაწილეობა;
** Digital და Performance კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ჩართულობა;
** დიზაინერებთან, კონტენტ კრეატორებთან, ვიდეოგრაფებთან, დეველოპერებთან, სარეკლამო სპეციალისტებთან და სხვა პარტნიორებთან კომუნიკაცია;
** ახალი კამპანიებისა და პროექტებისთვის კრეატიული იდეებისა და კონცეფციების შემუშავებაში მონაწილეობა;
** AI ინსტრუმენტებისა და ახალი ციფრული შესაძლებლობების გამოყენება ყოველდღიურ მარკეტინგულ საქმიანობაში;
** ბაზრის, კონკურენტებისა და მარკეტინგული ტრენდების მონიტორინგი;
** საჭიროების მიხედვით სხვადასხვა მარკეტინგული და საორგანიზაციო დავალების შესრულება.
ვის ვეძებთ
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელიც:
** არის შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობიანი და შედეგზე ორიენტირებული;
** ყურადღებას აქცევს დეტალებს და იცავს შეთანხმებულ ვადებს;
** აქვს ძლიერი ორგანიზაციული და საკომუნიკაციო უნარები;
** ინტერესდება მარკეტინგით, ბრენდინგით, Digital Marketing-ითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით;
** აქვს განვითარების სურვილი და მზად არის მუდმივად ისწავლოს ახალი ინსტრუმენტები და მიდგომები;
** განვიხილავთ დამწყებ კადრსაც, რომლის მოტივია განვითარდეს ამ სფეროში.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
ანაზღაურება განისაზღვრება კადრის გამოცდილებიდან გამომდინარე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე:
. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.