მთავარი ბუღალტერი
კომპანია "ებიტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე პარტნიორი კომპანიისთვის.
ანაზღაურება: 6000 ლარი (ნეტ) სამუშაო ადგილი: თბილისი ინდუსტრია: ვაჭრობა სამუშაო ფორმატი: საოფისე სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ფუნქციები
- ბუღალტრული აღრიცხვის სრული წარმოება მოქმედი კანონმდებლობისა და სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის:
- სასაქონლო-მატერიალური მარაგების აღრიცხვა და კონტროლი
- ხარჯების აღრიცხვა
- ძირითადი საშუალებების აღრიცხვა
- საგადასახადო აღრიცხვა
- ფულადი და საბანკო ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი და ანალიზი
- ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა
- აუდიტორებთან თანამშრომლობა, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და პროცესის მხარდაჭერა
- შიდა კონტროლის მექანიზმებისა და ფინანსური პროცესების გაუმჯობესება
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
ცოდნა, განათლება
- უმაღლესი განათლება საბუღალტრო აღრიცხვის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა
- IFRS for SMEs ან IFRS ცოდნა
- საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით პროგრამა Excel ზედმიწევნით ცოდნა
გამოცდილება
- ბუღალტერიის მიმართულებით მუშაობის 5 წელზე მეტი ხნის გამოცდილება, საიდანაც არანაკლებ 2 წელი მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე
- სასურველია სავაჭრო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
განცხადებები გამოაგზავნეთ ელფოსტაზე.
განცხადებების მიღების საბოლოო ვადაა: 2026 წლის 16 ნოემბერი
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. აპლიკაციის შევსებით თქვენ თანხმობას აცხადებთ პერსონალური მონაცემების 1 წლის ვადით შენახვაზე.