8006 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

C0N92P1X გამოქვეყნდა 25 აგვ 2 ნახვა

კვებისა და სასმელების დეპარტამენტის მენეჯერი

Landmarker Group via jobs.ge
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"Landmarker Group"-ს ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია ქართულ სასტუმრო ინდუსტრიაში. ჩვენი ისტორია გუდაურში მდებარე ისტორიული სასტუმრო "მარკო პოლოთი" იწყება და დღეს უკვე მოიცავს სასტუმროებს, როგორც გუდაურში, ისე თბილისში, ჰოსტელებს, შალეებსა და après-ski სივრცეებს.

კომპანია ერთიან ბრენდად 2009 წელს ჩამოყალიბდა და მას შემდეგ მუდმივ ზრდასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი კულტურის პატივისცემა და ადამიანზე ორიენტირებული სტუმარმასპინძლობა. Landmarker Group-ში მუშაობა ნიშნავს საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებას - ხელი შევუწყოთ ადამიანებისა და ადგილების დაკავშირებას.

ჩვენი ქვე-ბრენდებია:

** სასტუმრო მარკო პოლო გუდაური ** სასტუმრო ალპინა გუდაური ** ხადა ჰოსტელი ** ხიჟინა ** პურის მოედანი ბუტიკ სასტუმრო ** ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრი

ყოველი ობიექტი თავის უნიკალურ ისტორიას ჰყვება. ამ ისტორიებს კი ის ადამიანები ქმნიან, ვინც Landmarker Group-ის ნაწილია.

"Landmarker Group" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: კვებისა და სასმელების დეპარტამენტის მენეჯერი სასტუმრო მარკო პოლოსთვის

ფუნქცია-მოვალეობები:

** კვებისა და სასმელების დეპარტამენტის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა და მონიტორინგი, მომსახურების ხარისხისა და სტუმრის კმაყოფილების მუდმივი კონტროლი; ** სასტუმროს რესტორნის, ბარის, Room Service-ისა და საბანკეტო მიმართულებების ეფექტური და კოორდინირებული მართვა; ** საოპერაციო პროცესების გამართულად მიმდინარეობის უზრუნველყოფა სასტუმროს მენეჯმენტთან, შეფ-მზარეულთან და შესაბამისი მიმართულებების პასუხისმგებელ პირებთან კოორდინაციით; ** F&B მიმართულების შემოსავლების ზრდაზე ორიენტირებული სტრატეგიის ჩამოყალიბება და განხორციელება, გაყიდვების ზრდისა და ბიუჯეტის შესრულების მიზნით; ** მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდებთან თანამშრომლობით სპეციალური შეთავაზებების, სეზონური ინიციატივებისა და ღონისძიებების დაგეგმვა; ** F&B დეპარტამენტის ბიუჯეტირება, ფინანსური რეპორტების დამუშავება და გაყიდვების, ხარჯებისა და პროდუქტიულობის მუდმივი მონიტორინგი; ** კვებისა და სასმელების მიმართულების ხარჯების, მათ შორის საკვები პროდუქტების, სასმელებისა და შრომითი დანახარჯების ეფექტური მართვა; ** F&B გუნდის მართვა, თანამშრომელთა შეფასება, სამუშაო გრაფიკების დაგეგმვა, უკუკავშირის გაზიარება და თანამშრომელთა განვითარებაზე ზრუნვა; ** ახალი თანამშრომლების შერჩევისა და ონბორდინგის პროცესში მონაწილეობა HR გუნდთან თანამშრომლობით; ** თანამშრომელთა ტრენინგებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესის ორგანიზება მომსახურების ხარისხისა და მაღალი სტანდარტების შენარჩუნების მიზნით; ** შეფ-მზარეულთან თანამშრომლობით მენიუების განვითარება და განახლება გაყიდვების, ბაზრის მოთხოვნის, სტუმრების უკუკავშირისა და სეზონურობის გათვალისწინებით; ** სტუმრების უკუკავშირის მონიტორინგი, პრობლემებზე დროული რეაგირება და სტუმრის გამოცდილების გაუმჯობესება; ** ინვენტარისა და მარაგების მართვა, დანაკარგებისა და გადაცდომების კონტროლი; ** შესყიდვების პროცესის მართვა, საჭიროებების ინიცირება და მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება; ** სერვისისა და სამზარეულოს გუნდების კოორდინირებული მოქმედების ხელშეწყობა საბანკეტო და სპეციალური ღონისძიებების ფარგლებში; ** HACCP-ის, სურსათის უვნებლობის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა; ** F&B მიმართულების საოპერაციო პროცესების მუდმივი გაუმჯობესება და ახალი ინიციატივების განხორციელება.

პირობები:

** სამუშაო ადგილი - კურორტი გუდაური ** სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე ** სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** F&B მიმართულებით სერვისის მენეჯერის, F&B მენეჯერის და/ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ** რესტორნის, ბარის, Room Service-ისა და/ან საბანკეტო მიმართულებების მართვის გამოცდილება; ** გუნდის მართვის და განვითარების გამოცდილება; ** მაღალი პასუხისმგებლობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი; ** ძლიერი კომუნიკაციური და ლიდერული უნარები; ** სტუმარმასპინძლობის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

რატომ უნდა გახდე ჩვენი გუნდის წევრი?

** ერთიანი მიზნის მიღწევაში წვლილის შეტანა - Landmarker-ში თქვენ ხართ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი - ქმნით ისეთ ადგილს, სადაც ადამიანები და ისტორიები ერთმანეთს ხვდებიან. ** განვითარების შესაძლებლობა სხვადასხვა ლოკაციაზე - გუნდის წევრობა გაძლევთ შესაძლებლობას - გადახვიდეთ სხვა ობიექტზე, სხვა ლოკაციაზე, მიიღოთ ახალი გამოცდილება და განავითაროთ თქვენი უნარები სხვადასხვა ტიპის გარემოში. ** ბენეფიტები, რომლებიც თქვენზეა მორგებული - სპეციალური ფასები Landmarker-ის სხვა სასტუმროებში, პიროვნული განვითარებისთვის განკუთვნილი შესაძლებლობები და ისეთი სამუშაო გარემო, რომელიც თქვენს კეთილდღეობაზე ზრუნავს - ჩვენ თქვენს პროფესიულ ზრდას და ყოველდღიურ კომფორტსაც ვაფასებთ. ** პოზიციის ბენეფიტები - ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიული სასაუბრო დრო, კონკურენტული ხელფასი გამოცდილების მიხედვით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: HR@landmarkergroup.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Landmarker Group-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
Landmarker Group
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა