ადმინისტრაციული ასისტენტი
ალკოჰოლის სპეციალიზებული მაღაზიათა ქსელი "ალკოსფერო" ეძებს ადმინისტრაციულ ასისტენტს.
სამუშაო პირობები
- ანაზღაურება: 1500 ლარი — ფიქსირებული;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00;
- გრაფიკი მოიცავს 1-საათიან შესვენებას;
- სამუშაო ლოკაცია: საბურთალო, მ. ბურძგლას #72.
ძირითადი მოვალეობები
- კომპანიის დოკუმენტაციის მიღება, დახარისხება, სისტემატიზაცია და არქივიზაცია;
- დოკუმენტების დასკანერება და ელექტრონული არქივის წარმოება;
- საბუთბრუნვისა და შემომავალი/გამავალი კორესპონდენციის ადმინისტრირება;
- ხელშეკრულებების, აქტების, ინვოისების, ზედნადებებისა და სხვა დოკუმენტაციის მოწესრიგება;
- ფილიალებიდან/მაღაზიებიდან დოკუმენტაციის შეგროვება, კონტროლი და არქივიზაცია;
- საოფისე საკანცელარიო ნივთებისა და სხვა საჭიროებების შესყიდვების ორგანიზება;
- საოფისე მარაგების ნაშთების კონტროლი და დროული შევსების უზრუნველყოფა;
- მომწოდებლებთან კომუნიკაცია და შეკვეთების კოორდინაცია;
- ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული საკითხების ორგანიზება;
- საკურიერო, საფოსტო და სხვა საოფისე მომსახურებების კოორდინაცია;
- შეხვედრებისა და სტუმრების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების უზრუნველყოფა;
- კომპანიის თანამშრომლებისა და ფილიალების ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
- საჭირო ადმინისტრაციული ანგარიშების, ცხრილებისა და დოკუმენტების მომზადება;
- კომპანიის დოკუმენტაციის კონფიდენციალურობისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
- თანამშრომლების მივლინებებთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების, ტრანსპორტირებისა და განთავსების უზრუნველყოფა.
თუ ფიქრობ, რომ აღნიშნული პოზიცია შენთვისაა, გამოგვიგზავნე CV მეილზე.
"ალკოსფერო" მადლობას უხდის დაინტერესებულ კანდიდატებს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.