10 548 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

C2373HP3 გამოქვეყნდა 3 ოქტ 11 ნახვა

საღამოს კაბების მაღაზიის კონსულტანტი

დამსაქმებელი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
₾1200–1600 / თვეში ბოლო ვადა: 30 ოქტ

საღამოს კაბების მაღაზია თბილისში სავაჭრო ცენტრ „კიდობანში“ აცხადებს ვაკანსიას მოტივირებულ და კომუნიკაბელურ მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრი.

თუ გსურთ იმუშაოთ მოდის ინდუსტრიაში, გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა და გსურთ შეიძინოთ ახალი გამოცდილება, ეს შესაძლებლობა სწორედ თქვენთვისაა. ჩვენ ვქმნით მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს, სადაც თითოეული თანამშრომლის განვითარება და კმაყოფილება პრიორიტეტულია.

ძირითადი მოვალეობები:

მომხმარებლების დახვედრა, კონსულტაცია და მაღაზიაში არსებული პროდუქციის დეტალური გაცნობა; საღამოს კაბების კოლექციის პრეზენტაცია და მომხმარებლისთვის შესაბამისი მოდელის შერჩევაში დახმარება; გაყიდვების პროცესის მართვა და სალარო ოპერაციების შესრულება; მაღაზიის ვიტრინებისა და სავაჭრო სივრცის მოწესრიგება, პროდუქციის განლაგება; მომხმარებლის შეკითხვებზე სწრაფი და პროფესიონალური პასუხი; გაყიდვების ანგარიშგება და ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების სწორად წარმოება; მაღაზიის წესრიგისა და სისუფთავის უზრუნველყოფა სამუშაო საათებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო – მთავარია მოტივაცია და სწავლის სურვილი; კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა; სწრაფი ადაპტაციის უნარი და გუნდური მუშაობის სურვილი; აუცილებელია ქართულ ენაზე გამართული კომუნიკაცია, რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

უპირატესობები და ბენეფიტები:

სტაბილური და კონკურენტული ანაზღაურება; მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო; თანამშრომელთა სპეციალური ფასდაკლებები მაღაზიის პროდუქციაზე.

სამუშაო განაკვეთი: 10:00-19:00.

ან მოგვწერეთ What’s up/Viber.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
დამსაქმებელი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა