9772 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

C240VPD2 გამოქვეყნდა 17 ოქტ 41 ნახვა

4Hospitals

4Hospitals

სამედიცინო ინჟინერი

4Hospitals გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 10 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

„4ჰოსპიტალსი“ - სამედიცინო კომპანიაა, რომელიც დაარსდა 2014 წელს და ახორციელებს სამედიცინო პროდუქციისა და სერვისის მიწოდებას კლინიკებისთვის. „4ჰოსპიტალსი“ არის მრავალი საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი. ჩვენი განაცხადია, ხარისხი - პროცესის თითოეულ ეტაპზე’’, შესაბამისად კომპანიის მოღვაწეობა ეფუძნება თანამშრომლებთან და კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის პრინციპებს;

კომპანია 4Hospitals ეძებს კვალიფიციურ სამედიცინო ინჟინერს, რომლის უმთავრესი ფუნქციები და მოვალეობები იქნება: - კომუნიკაციის წარმართვა სამედიცინო ტექნიკისა და აპარატურის მომწოდებელ პარტნიორებთან, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით; - მათგან მიღებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და აღწერილობების დეტალურად შესწავლა და აპარატურის ექსპლუატაციაში ჩაშვების პროცესის მხარდაჭერა; - კლიენტი ორგანიზაციებისთვის ტექნიკისა და აპარატურის მიწოდებისა და ინსტალაცია-მონტაჟის პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღება; - კომპანიის მიერ იმპორტირებული ტექნოლოგიური პროდუქტების დეტალური შესწავლა და აქტიური მონაწილეობის მიღება პარტნიორი კლიენტების ტრეინინგებში; - კლიენტი ორგანიზაციების მუდმივი მხარდაჭერა აპარატურის ტექნიკური პრობლემების ოპერატიული მოგვარების საკითხებში; - საგარანტიო სერვისის უზრუნველყოფა კომპანიის კლიენტი ორგანიზაციებისათვის და მათთვის პროგრამული განახლების მუდმივი უზრუნველყოფა; - სხვადასხვა ტექნიკისა და აპარატურის შეკეთება და საჭიროებისას კლიენტთან კომუნიკაციის პროცესში აქტიური ჩართულობა.

აუცილებელი მოთხოვნები: - შესაბამისი ტექნიკური და პროფესიული განათლება; - სამედიცინო ტექნიკასა და აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება; - რთული ტექნიკური პრობლემების მოგვარების გამოცდილება; - ტექნიკური ტერმინოლოგიის მაღალ დონეზე ცოდნა; - პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა; - ორიენტაცია კლიენტის საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე; - მიღებული დავალებებისადმი მაღალი პასუხისმგებლობით მიდგომა.

ასევე სასურველია: - ინგლისური და სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

ჩვენ გთავაზობთ: ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორატიული კულტურის სამუშაო გარემოს, კარიერული განვითარებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების შესაძლებლობას, ჯანმრთელობის დაზღვევას და რაც მთავარია, შრომის ანაზღაურების კონკურენტულ პირობებს, რომელიც ითვალისწინებს ფიქსირებულ და საბონუსე სისტემით განსაზღვრულ სახელფასო რეინჯს კანდიდატის ინდივიდუალური გამოცდილებიდან გამომდინარე; ასევე, შრომის ანაზღაურების ზრდისა და პოზიციური წინსვლის პერსპექტივას.

თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა, გამოგვიგზვანეთ თქვენი რეზიუმე არაუგვიანეს 16 სექტემბრისა.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და რეზიუმეს გამოსაგზავნად გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე: https://4hospitals.selfrecruit.ge/s/rGmJ

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა