8817 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

C26HQNMX გამოქვეყნდა 30 სექ 2 ნახვა

Sol de Janeiro

Sol de Janeiro

პოპ-აპის მენეჯერი

Sol de Janeiro გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 28 ოქტ

მსოფლიოში აღიარებული პრემიუმ beauty ბრენდი "Sol de Janeiro" საქართველოში ოფიციალურად შემოდის! „ Sol de Janeiro “ წარმომადგენლობა საქართველოში ეძებს:

პოპ-აპის მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სივრცის ყოველდღიური საქმიანობის, კონსულტანტების გუნდისა და გაყიდვების პროცესის ეფექტიან მართვაზე. თუ ხართ განვითარებაზე ორიენტირებული და გსურთ იმოგზაუროთ სილამაზის სამყაროში შემოუერთდით ჩვენს გუნდს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - მომხმარებლებთან ურთიერთობასა და საცალო გაყიდვებში მონაწილეობის მიღება; პოპა-პის პროცესების მართვა; შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და შედეგებზე პასუხისმგებლობა; - პოპ-აპის პროდუქციის განლაგების მერჩენდაიზინგის მოწოდებულ სტანდარტთან შესაბამისობის ყოველდღიური მონიტორინგი; - გუნდის წევრების ფუნქციებისა და სამუშაო გრაფიკების ეფექტურად გადანაწილება და ყოველდღიური მონიტორინგი; - პროდუქციაზე ფასის მაჩვენებლების, ფასებისა და სალაროს კონტროლი; - ნაშთების, პოპ-აპის დროული მომარაგების, მოკლევადიანი პროდუქციის კონტროლი და საჭირო პროცესების მართვა; - აღწერების დაგეგმარების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და გეგმის მიხედვით შესრულების უზრუნველყოფა; - ტექნიკური ხარვეზის შესახებ შესაბამისი სამსახურის ინფორმირება; - გუნდის წევრების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, ადგილზე პროდუქციის ან/და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და პრაქტიკაში დანერგვის უზრუნველყოფა; - მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტების მიერ მოწოდებული რეკომენდაციებისა და რჩევების გათვალისწინება; - პროდუქციის გაყიდვების სტიმულირების მიზნით სხვადასხვა კამპანიების აქტივობებში აქტიური ჩართულობა და გუნდის წევრების მონაწილეობის უზრუნველყოფა; - ადგილზე შექმნილი კრიზისული/პრობლემური სიტუაციების ეფექტურად მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი ან პროფესიული განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის, გაყიდვების მიმართულებით); - გაყიდვების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; - მნიშვნელოვანია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა; - სალაროსთან მუშაობის გამოცდილება; - კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს. მოთხოვნებთან შესაბამისობასა და დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე. გთხოვთ, ველში Subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "პოპ-აპის მენეჯერი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Sol de Janeiro
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა