9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

C2VF7839 გამოქვეყნდა 19 ოქტ 36 ნახვა

მარკეტინგის სპეციალისტი

მიფასი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1000 / თვეში −54% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,193 ₾ · 23 განცხადება ბოლო ვადა: 20 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

კომპანია "მიფასი" 1998 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მას შემდეგ ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს პროფესიონალური გახმოვანების, პროფესიონალური განათების, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და ვიზუალური ტექნოლოგიების სფეროში. "მიფასის" სერვისებია: პროფესიონალური გახმოვანების, პროფესიონალური განათების და ვიზუალური ტექნოლოგიების პროექტირება, ტექნიკური ინტეგრაცია, ინსტალაცია/მონტაჟი, პერსონალის ტრენინგი, საგარანტიო და პოსტ-საგარანტიო მომსახურება.

კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.mifasi.ge

Facebook გვერდს: https://www.facebook.com/MIFASI

ჩვენი გუნდი ეძებს მარკეტინგის სპეციალისტს.

სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი. ლოკაცია: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 16.

ანაზღაურება:

  • ფიქსირებული ხელფასი 1 000 ლ;
  • დამატებითი ანაზღაურება სოციალური ქსელებიდან მოზიდულ ლიდებზე;
  • გამოსაცდელი პერიოდი (ანაზღაურებადი) - 3 თვე;

მოვალეობები:

  • კომპანიის ვებგვერდისა და სოციალური მედიის პლატფორმების მართვა, კონტენტის რეგულარული განთავსება, განახლება და განვითარება;
  • ციფრული სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება, მართვა და ოპტიმიზაცია მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღწევად;
  • სარეკლამო ბიუჯეტის დაგეგმვა და ეფექტიანი განკარგვა, სარეკლამო კამპანიების შედეგებისა და ეფექტიანობის ანალიზი;
  • სარეკლამო კამპანიების შედეგად მიღებული პოტენციური მომხმარებლების (ლიდების) მონიტორინგი, აღრიცხვა და მათი მოზიდვის ეფექტიანობის შეფასება;
  • სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის არხების საშუალებით ახალი პოტენციური მომხმარებლების მოზიდვის შესაძლებლობების მოძიება და შესაბამისი აქტივობების განხორციელება;
  • კომპანიის ბრენდის ცნობადობის გაზრდასა და პოზიციონირების გაძლიერებაზე ზრუნვა, მარკეტინგული სტრატეგიებისა და აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • მარკეტინგული აქტივობების შედეგების სისტემატური მონიტორინგი, ძირითადი ეფექტიანობის მაჩვენებლების (KPI) ანალიზი და პერიოდული ანგარიშების მომზადება;
  • კომპანიის მიმდინარე და დასრულებულ პროექტებზე ფოტო-ვიდეო გადაღებების ორგანიზება და საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ განხორციელება, ვიზუალური და ტექსტური კონტენტის მომზადება და შესაბამის ციფრულ პლატფორმებზე განთავსება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური/რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
  • მარკეტინგის საბაზისო თეორიული ცოდნა;
  • სასურველია მარკეტინგის სფეროში გამოცდილება

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, გთავაზობთ:

  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV), ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. სათაურში (subject-ში) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა