7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

C2W3S6RY გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

მთავარი ბუღალტერი

როიალ თრეიდინგ გრუფ via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
₾3000–4000 / თვეში ბოლო ვადა:

კერამიკული ფილების იმპორტიორი კომპანია შპს „როიალ თრეიდინგ გრუფი“ აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები: - კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის დაგეგმვა, დანერგვა და ეფექტიანი მართვა; - ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების წარმოება და კონტროლი; - ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა კანონმდებლობის შესაბამისად; - თვისა და წლის დახურვის პროცესის ორგანიზება, კონტროლი და მონიტორინგი; - დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხისა და სიზუსტის კონტროლი; - ფულადი სახსრების მოძრაობის მონიტორინგი, საბანკო ოპერაციების განხორციელება და აღრიცხვა; - პერიოდული (ყოველთვიური, კვარტალური და წლიური) ფინანსური ანგარიშგებების მომზადება; - ფინანსური ანალიტიკური რეპორტების მომზადება და მათი წარდგენა კომპანიის მმართველი გუნდისა და დამფუძნებლებისთვის; - კომპანიის დირექტორისა და დამფუძნებლების მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის ან შესაბამისი მიმართულებით; - მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება; - საბუღალტრო პროგრამებისა და Microsoft Office-ის (განსაკუთრებით Excel-ის) სრულყოფილი ცოდნა; - FINA-ს საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; - ACCA-ის სერტიფიკატების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები: - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; - ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება; - ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

სამუშაო პირობები: სამუშაო საათები: 09:00 – 18:00 სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე (2 დასვენების დღე) ანაზღაურება: 3,000 – 4,000 ლარი (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად) სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ჯორჯ ბალანჩინის ქ. N38

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტის მისამართზე hr@royalhouse.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება – „მთავარი ბუღალტერი“. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 551 62 33 77.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
როიალ თრეიდინგ გრუფ
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა