9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

C38STZFV გამოქვეყნდა 6 ოქტ 26 ნახვა

ვიდეო-კონტენტ კრეატორი/სოციალური მედიის მენეჯერი

CLC Elevator გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 7 ნოე

"CLC Elevator" / "სი ელ სი" - ლიდერი ლიფტების კომპანია საქართველოში, რომელიც მასშტაბური მარკეტინგული კამპანიების აღსრულების კუთხით თავის ინდუსტრიაში პირველი და ერთადერთი კომპანიაა. განხორციელებული 3000-ზე მეტი პროექტის საფუძველზე CLC ზრდის როგორც საკუთარ გუნდს, ისე თავის საქმიანობას და ახორციელებს კავკასიის რეგიონში პირველი ლიფტების ქარხნის მშენებლობას საქართველოში! ინოვაცია, გამოცდილება და ამბიცია - 2018 წლიდან დღემდე!

ვაკანსია: ვიდეო-კონტენტ კრეატორი/სოციალური მედიის მენეჯერი

https://www.clc.ge https://www.facebook.com/clcelevator

პოზიციის აღწერა:

  • სამუშაო გრაფიკი: სრული
  • გრაფიკი: ჰიბრიდული
  • სამუშაო დღეები: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით
  • სამუშაო საათები: 10:00-19:00-მდე
  • სახელფასო ანაზღაურება: შეთანხმებით

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის ონლაინ პლატფორმების და სოციალური მედიის აქტიური მართვა;
  • ყოველთვიური კონტენტის გეგმის შედგენა Facebook, Instagram და LinkedIn გვერდებისთვის ქართულ-ინგლისური ქოფით;
  • კონტენტ გეგმის მიხედვით გრაფიკულ დიზაინერთან ერთად ვიზუალების მომზადება და განთავსება;
  • ვიდეო-კონტენტის დაგეგმვა, გადაღება, მონტაჟი და განთავსება - (ასევე იგულისხმება ვიდეოში სპიკერად მონაწილეობა)
  • პოსტების სარეკლამო აქტივობების განხორციელება (Ads Manager) მიზნობრივ აუდიტორიაზე შეთანხმებული ბიუჯეტით;
  • ყოველთვიური სარეკლამო რეპორტინგი/ანალიტიკა, მათ შორის SEO სააგენტოსთან კომუნიკაცია და რეპორტინგის განხილვა;
  • არსებული შეტყობინებების (Inbox / კომენტარების) კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში მიზნობრივი მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და აღსრულებაში მონაწილეობა;
  • კამპანიის ჭრილში (საჭიროების შემთხვევაში), სარეკლამო მასალებისთვის ვიზუალების მომზადება გრაფიკულ დიზაინერთან ერთად და სარეკლამო სააგენტოსთან კომუნიკაცია;
  • კომპანიის სიახლეების და მიმდინარე პროექტების ვებ-გვერდზე განთავსება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გამოცდილება ციფრული მარკეტინგის/მარკეტინგის/კომუნიკაციის მიმართულებით;
  • ვიდეო-კონტენტის შექმნის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • გამართული მეტყველების უნარი ქართულ ენაზე;
  • ქოფის გამართულად წერის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • Meta, Business Manager-ის ფლობა;
  • Microsoft პროგრამების ცოდნა;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა ჩაითვლება უპირატესობად - გთხოვთ მიუთითოთ მეილში.

პიროვნული თვისებები:

  • ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • საქმისადმი ენთუზიაზმი;
  • კრეატიულობა და ინიციატორობა.

CLC Elevator გთავაზობს:

  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ზრდის საშუალებას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • სამუშაოს მრავალფეროვნებას და არა მოსაბეზრებელ რუტინას;
  • ინდუსტრიის პირველი უმსხვილესი მოთამაშის მიერ ამ ინდუსტრიის მარკეტინგული თვალსაზრისით ჩამოყალიბებაში წვლილის შეტანას.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV და პორტფელი (სასურველია თქვენს მიერ შექმნილი ვიდეო კონტენტის ბმულების გაზიარება) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს სი ელ სი-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ კომპანიაში ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა