პროფესიული განათლების მასწავლებელი 2
"საქართველოს ბიზნესის აკადემია" - "SBA" აცხადებს ვაკანსიას პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციაზე შემდეგი საგნობრივი მიმართულებებით:
- ფიზიკა;
- გეოგრაფია;
- მათემატიკა.
აკადემიის შესახებ:
"საქართველოს ბიზნესის აკადემია" - "SBA" წარმოადგენს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც უზრუნველყოფს შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებულ პროფესიულ განათლებასა და პრაქტიკაზე დაფუძნებულ, ხარისხიან სასწავლო პროცესს.
აკადემია უკვე 15 წელია საქმიანობს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში. დაწესებულებამ მესამედ მოიპოვა ექვსწლიანი ავტორიზაცია, რაც ადასტურებს მისი საქმიანობის ხარისხსა და სტაბილურობას.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი №20 სამუშაო გრაფიკი: მოქნილი, სასწავლო დატვირთვის შესაბამისად.
ჩვენ გთავაზობთ
- ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას;
- უსაფრთხო სამუშაო გარემოს;
- მუნიციპალური ტრანსპორტით შეღავათიანი ტარიფით სარგებლობის შესაძლებლობას;
- პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- შესაბამისი საგნობრივი მიმართულებით (ფიზიკა/გეოგრაფია/მათემატიკა) სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა;
- სასწავლო მასალების, პრაქტიკული სავარჯიშოების, შეფასების ინსტრუმენტებისა და კომპლექსური დავალებების შემუშავება და მომზადება;
- პროფესიულ სტუდენტზე ორიენტირებული და ინტერაქტიული სწავლების მეთოდების გამოყენება;
- პროფესიულ სტუდენტთა მიღწევების შეფასება და კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდება მათი პროგრესისა და სწავლის შედეგების გაუმჯობესების მიზნით;
- სასწავლო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
- კოლეგებთან თანამშრომლობა და პროფესიული განვითარების აქტივობებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება შესაბამის (ფიზიკა/გეოგრაფია/მათემატიკა) ან მომიჯნავე საგნობრივ მიმართულებაში;
- შესაბამისი საგნის (ფიზიკა/გეოგრაფია/მათემატიკა) სწავლების გამოცდილება;
- განაცხადის წარდგენის მომენტისთვის შესაბამისი საგნის მიმართულებით აქტიური პედაგოგიური საქმიანობის განხორციელება.
პროფესიული და პიროვნული კომპეტენციები
- სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
- ციფრული საგანმანათლებლო რესურსებისა და საოფისე პროგრამების გამოყენების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და ცოდნის გასაგებად გადაცემის უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი;
- უწყვეტი პროფესიული განვითარების მზაობა.
შერჩევის პროცედურა და განაცხადის წარდგენის წესი:
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ფიზიკა", "გეოგრაფია" ან "მათემატიკა"
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 15 ნოემბერი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
"SBA" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "SBA" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. მათ შორის ვაგროვებთ და ვინახავთ, თქვენს მიერ წარმოდგენილ რეზიუმეში/ CV-ში მითითებულ პერსონალურ მონაცემებს, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის, შესაბამისობის დადგენის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს პერსონალური მონაცემები ინახება ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან 6 თვის განმავლობაში.
თუ თქვენ თანახმა ხართ, თქვენი მონაცემები შევინახოთ და განვიხილოთ სამომავლო ვაკანტურ თანამდებობებთან მიმართებით, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ მოგვწერეთ ელფოსტაზე, რეზიუმეს/ CV-ის გამომგზავნისას. შეტყობინება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, თანახმა ხართ თუ არა თქვენი პერსონალური მონაცემები და ბიოგრაფია განიხილოთ სხვა ვაკანტურ თანამდებობაზე, თქვენი დანიშვნის მიზნით, 2 (ორი) წლის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა განიხილება მხოლოდ არსებულ ვაკანსიაზე. ამასთან, გაცნობებთ რომ, თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს აკადემიისთვის ზეპირი ან წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) მიმართვის გზით გამოიხმოთ თქვენი თანხმობა.
გისურვებთ წარმატებას!