დამხმარე მზარეული
შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის კვებით მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ კვების ობიექტებზე, კომპანიის საქმიანობის მთავარი პრინციპებია — სიზუსტე, პასუხისმგებლობა და ხარისხის სტანდარტების მუდმივი დაცვა.
კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას კვების ობიექტზე დამხმარე მზარეულის პოზიციაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონებში.
ძირითადი მოთხოვნები:
- ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება სამზარეულოში;
- დროის მართვის უნარი;
- HACCP-ის სტანდარტით მუშაობის გამოცდილება;
- პრიორიტეტულია გამოცდილება სასტუმრო/რესტორნების მიმართულებით.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და პირადი ჰიგიენის დაცვით, ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება;
- მითითებული კერძ (ებ)ის მომზადება კალკულაციით;
- მზა/დაჭრილი პროდუქციის მიწოდება გასაცემ ხაზზე დადგენილ დროში;
- შესაბამისი ჟურნალების დროული და კორექტული წარმოება;
- HACCP სტანდარტის დაცვა;
- უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- პრობლემების გადაჭრის უნარი;
- მენეჯერული უნარები;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელური;
- დისციპლინირებული;
- პუნქტუალური;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- კვებით უზრუნველყოფას;
- სახლთან ახლოს დასაქმების შესაძლებლობას;
- უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ გუნდს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კარიერულ წინსვლას და მზარდ ხელფასს;
- ტრანსპორტით მომსახურებას, აუცილებლობის შემთხვევაში.
სამუშაო გრაფიკი: მოძრავი; ანაზღაურება: დღეში - 66, 08 ლარი (ხელზე ასაღები თანხა).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.