8,883 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

R8EAE9R8 გამოქვეყნდა 16 სექ 48 ნახვა

პიცის ამწყობი

Domino`s Pizza
პირდაპირი

რას ნიშნავს „პირდაპირი“

ეს დამსაქმებელი findjobs.ge-ზე აქვეყნებს და აქვე პასუხობს. განცხადება მისია, ამ საიტისთვის დაწერილი, და არა სხვა წყაროდან აღებული.

ასაქმებ? პირდაპირი განცხადებები სარკისებურ ასლებზე მაღლა ჩანს, განაცხადები პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება. განათავსე ან აიღე შენი განცხადება უფასოდ.

თბილისი სტაჟირება კვება / რესტორნები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 17 ოქტ

"დომინოს პიცა" (Domino`s Pizza) ამერიკული მრავალეროვნული პიცის სარესტორნო ქსელია, რომელიც დაარსდა 1960 წელს და დღემდე ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას.

საქართველოში წარმოდგენილია 2015 წლიდან და აერთიანებს ცხრა ფილიალს. კომპანიის გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებს, რომლებიც ჩვენს გუნდს შემოუერთდებიან.

პოზიცია: პიცის ამწყობი

გამოცდილება არ გაქვს? პრობლემა არ არის!

ჩვენთან საქმიანობას ნულიდან შეისწავლი — გელოდება ანაზღაურებადი სტაჟირება, სწავლება და ტრენინგები სამუშაო ადგილზე.

სამუშაო ადგილები — თბილისი

  • კოსტავა — ტექნიკური უნივერსიტეტის მეტროს მიმდებარედ
  • ვაჟა-ფშაველა — მეტროს მიმდებარედ
  • ვაკე — ჭავჭავაძის გამზირი
  • ვარკეთილი — ჰუალინგის დასახლება
  • დელისი — მეტროს მიმდებარედ
  • დიღომი — კანდიდატის საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად გადანაწილებით

სამუშაო საათები: 5/2 ცვლებში სამუშაო.

  • ცვლა 1 - 10:00 - 18:00
  • ცვლა 2 - 18:00 - 02:00 (ტრანსპორტირება)
  • (ცვლები არის მონაცვლეობითი კვირის განმავლობაში)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მენიუს ზედმიწევნით ცოდნა და პროდუქციის შესაბამისად მომზადება;
  • პიცის აწყობა, მომზადება;
  • პროდუქციის ვადების კონტროლი;
  • თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ანაზღაურებადი სტაჟირება და სწავლება ნულიდან;
  • დამატებითი სამუშაო საათების ანაზღაურება;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კვებას;
  • ტრანსპორტირებას;
  • გრძელვადიანი თანამშრომლობა;
  • კარიერული განვითარება - პოზიციური და ფინანსური წინსვლის პერსპექტივა;
  • Fitpss-ს/ფასდაკლებას სპორტულ დარბაზებში.

რას ველოდებით შენგან?

  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნას;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ენერგიულობასა და აქტიურობას;
  • პოზიტიურ განწყობას;
  • პუნქტუალურობას;
  • შრომისმოყვარეობას;
  • ყურადღებას და მობილიზებულობას.

რატომ Domino`s?

Domino`s-ში შენ გექნება შესაძლებლობა, განვითარდე პროფესიულად, მიიღო გამოცდილება და გაიარო კარიერული გზა სტაბილურ და დინამიკურ სამუშაო გარემოში. თუ გინდა სტაბილური სამსახური, მეგობრული გუნდი, განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა — შემოგვიერთდი!

როგორ გამოაგზავნო განაცხადი?

გამოგვიგზავნე CV/რეზიუმე ელფოსტაზე. წერილის Subject-ში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: "პიცის ამწყობი"

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი:

ვაკანსიაზე დაინტერესების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "დომინო`ს პიცა"-მ დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათი მოწოდებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და ვაკანსიის განახლების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ. პერსონალური მონაცემების დამუშავების თანხმობის გამოხმობასთან დაკავშირებით მოგვწერეთ ამავე ელ. ფოსტაზე.

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
Domino`s Pizza
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა