საწყობის უფროსი
შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის კვებით მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ კვების ობიექტებზე, კომპანიის საქმიანობის მთავარი პრინციპებია — სიზუსტე, პასუხისმგებლობა და ხარისხის სტანდარტების მუდმივი დაცვა.
კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსის პოზიციაზე მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი /პროფესიული განათლება;
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 (სამწლიანი) გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (Word, Excel).
ფუნქცია-მოვალეობები:
- საწყობში პროდუქციის მიღება და დასაწყობება სახეობების, სპეციფიკაციებისა და შენახვის პირობების შესაბამისად;
- პროდუქციის მიღებისას ხარისხის, ვადიანობის, ეტიკეტირებისა და ტემპერატურული რეჟიმის კონტროლი;
- პროდუქტის მიღებისას, პროდუქციის აწონა და მისი შედარება სასაქონლო ზედნადებთან;
- საწყობში სათანადო ტემპერატურული რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა და მუდმივი კონტროლი;
- საწყობიდან სამზარეულოში პროდუქციის ზუსტი რაოდენობით (ზედნადების მიხედვით) მიღების კონტროლი;
- საწყობის ნაშთების სრული აღწერა ყოველი თვის ბოლოს;
- დამტკიცებული ფორმების/ჟურნალების ზუსტი, კორექტული და დროული წარმოება;
- უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- პრობლემების გადაჭრის უნარი;
- კომუნიკაბელური;
- დისციპლინირებული/პუნქტუალური;
- დეტალებზე ორიენტირებული.
ჩვენ გთავაზობთ:
- კვებით უზრუნველყოფას;
- სახლთან ახლოს დასაქმების შესაძლებლობას;
- ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ გუნდს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კარიერულ წინსვლას და მზარდ ხელფასს;
- ტრანსპორტით მომსახურებას, აუცილებლობის შემთხვევაში.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი / 09:00-18:00სთ; ანაზღაურება: 2000 ლარიდან - 2500 ლარამდე (ხელზე ასაღები თანხა).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.