8784 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

C47CDDF0 გამოქვეყნდა 2 სექ 4 ნახვა

B2B გაყიდვების მენეჯერი

ვიჩარჯი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾3000–3500 / თვეში ბოლო ვადა:

"WeCharge" არის ქართული ტექნოლოგიური კომპანია, რომელმაც 2025 წლიდან საქართველოს ბაზარზე Sharing Power Bank Rental-ის მიმართულებით დაიწყო ოპერირება.

ტექნოლოგიურ ეპოქაში, სადაც ციფრული მოწყობილობები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, კომპანია WeCharge-მა უპასუხა მომხმარებლის საჭიროებებს და WeCharge App¬-ით მარტივად გადაჭრა მოწყობილობების დამუხტვის პრობლემა (მობილური, პლანშეტი, ყურსასმენები, ციფრული საათი, ელ.სიგარეტი და სხვა).

ჩვენი მიზანია შევქმნათ მარტივი, ხელმისაწვდომი და ყველასთვის მოსახერხებელი ელექტრონული მოწყობილობების დამუხტვის სისტემა. ვეძებთ B2B გაყიდვების მენეჯერს, რომელიც პარტნიორ ობიექტებთან თანამშრომლობას და გაყიდვების ზრდას შეუწყობს ხელს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ლიდების დამუშავება, სატელეფონო ზარების განხორციელება.

** ბაზრის ტენდენციების, B2B კლიენტების ქცევისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი.

** მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა გაყიდვების სტრატეგიის კომპანიის მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.

** შეხვედრებისა და პრეზენტაციების ორგანიზება პოტენციურ პარტნიორებთან.

** გაყიდვების სრული ციკლის მართვა, ლიდების მოძიებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე.

** შედეგზე ორიენტირებულობა — გაყიდვების გეგმის შესრულების, დასახული მიზნების მიღწევისა და შედეგებზე პასუხისმგებლობის უნარი.

** ორგანიზებულობა და მობილურობა — სამუშაო დღის ეფექტურად დაგეგმვა, ზარების განხორციელება, შეხვედრებზე დროულად დასწრება და აქტიური საველე მუშაობის მზადყოფნა.

** ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით.

** გამართული კომუნიკაცია და საქმიანი ეთიკის დაცვა;

** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

** კრეატიული და ინოვაციური მიდგომა.

** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა.

** საოფისე პროგრამების ცოდნა;

პირობები:

** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთით

** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00

** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი შედეგების მიხედვით

** ჯამური საშუალო ანაზღაურება: 3000-3500 ლარი (ხელზე ასაღები)

** ფიქსირებული ხელფასი: 1100 ლარი (ხელზე ასაღები)

** ბონუსი: 1900-2400 ლარი.

დამატებითი ბონუსები გაყიდვების გეგმის გადაჭარბების შემთხვევაში.
"WeCharge" თანამშრომლებს შესთავაზებს კარიერული ზრდის საერთაშორისო შესაძლებლობას, კომპანია გეგმავს პროდუქციის გატანას საერთაშორისო ბაზარზე.

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: და გთხოვთ, გაგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება "B2B გაყიდვების მენეჯერი".

შენიშვნა: "WeCharge" მოქმედებს საქართველოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ კომპანიის ლეგიტიმური ინტერესების ფარგლებში. განაცხადის გაგზავნით, ადასტურებთ, რომ ეთანხმებით თქვენი მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებას აღნიშნული პირობებით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ვიჩარჯი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა