9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

C4XK7YWS გამოქვეყნდა 20 ოქტ 17 ნახვა

მომენტალური საკრედიტო პროდუქტების გაყიდვების მხარდაჭერის ოფიცერი

კრედო ბანკი გარე განცხადება
ქუთაისი სრული განაკვეთი გაყიდვები
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 9 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე -მომენტალური საკრედიტო პროდუქტების გაყიდვების მხარდაჭერის ოფიცერი (დროებითი ვაკანსია)

კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.

საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია. #ჩვენვქმნითშესაძლებლობებს #ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ: - პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს; - სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს; - პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს; - კორპორატიულ ღონისძიებებს; - ჯანმრთელობის დაზღვევას; - წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას. - გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

პოზიციის მიზანია: მთლიანად ორგანიზაციის მასშტაბით განახორციელოს განვადებების პროდუქტების დამტკიცება საკუთარი ლიმიტის ფარგლებში სს ,,კრედო ბანკის" საკრედიტო პოლიტიკის შესაბამისად.

სამუშაოს აღწერა: - მსესხებელთან პირადი გასაუბრების საფუძველზე ყველა საჭირო ინფორმაციის მოკვლევა; - პროცედურებზე და მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განხილვა და გადაწყვეტილების მიღება; - სესხის/განვადების დამტკიცებისას საკრედიტო კომიტეტზე წარმოდგენილი დოკუმენტების მოწოდებული ინფორმაციის სისრულის და ხელმოწერების შემოწმება - დამტკიცებული სესხის ხარისხის უზრუნველყოფა.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი: - კომპიუტერული უნარ ჩვევები - MS Office; - დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; - ადაპტაციის და ინფორმაციის ათვისები უნარი; - გამართული ვერაბლური კომუნიკაცია; - გუნდური მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა