გაყიდვების კონსულტანტი
ბრიტანულ-ამერიკული მეორეული სათამაშოების მაღაზია ეძებს გაყიდვების კონსულტანტს, რომელიც გახდება ჩვენი მცირე, მაგრამ მეგობრული გუნდის ნაწილი!
თუ გიყვარს ბავშვებთან და მშობლებთან ურთიერთობა, გაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა და გინდა იმუშაო გარემოში, სადაც ხარისხიანი და უნიკალური სათამაშოები ახალ სიცოცხლეს იძენენ — ეს ვაკანსია შენთვისაა!
ძირითადი მოვალეობები: - მომხმარებლისთვის თბილი, კონსულტაციური და მეგობრული მომსახურების გაწევა; - პროდუქციის დახლებზე ეფექტურად განთავსება; - მაღაზიაში სისუფთავისა და სიმყუდროვის შენარჩუნება; - სალარო ოპერაციების წარმოება
რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი: - გამართული კომუნიკაციის უნარი; - პუნქტუალურობა, ყურადღება დეტალებისადმი და შრომისმოყვარეობა; - ბავშვურ გარემოში მუშაობის სურვილი და პოზიტიური განწყობა; - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ: - კომფორტულ და სტრესისგან თავისუფალ სამუშაო გარემოს; - სტაბილურ და დროულ ანაზღაურებას (+ ბონუსები გაყიდვებიდან); - მოქნილ სამუშაო გრაფიკს.
ადგილმდებარეობა: საბურთალო, ტაშკენტის 10ა
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.